reportiori.ge - ტარიელ ხეჩიკაშვილი: სახელმწიფო მხოლოდ პოზიტიური კუთხით თუ ჩაერევა - დახმარების სახით...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 11:05
სპორტი
ტარიელ ხეჩიკაშვილი: სახელმწიფო მხოლოდ პოზიტიური კუთხით თუ ჩაერევა - დახმარების სახით...
ავტორი:
14 დეკემბერი, 2015. 10:31



საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას გამორიცხავს.



ხეჩიკაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა, რომ რაგბის კავშირის გამგეობის განცხადება მიმართულია არა სახელმწიფოს, არამედ იმ ხალხისადმი, ვისაც შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის სურვილი ჰქონდეს.



ეს განცხადება არის იმ ხალხისთვის, ვისაც შესაძლოა, ასეთი სურვილი ჰქონდეს. სახელმწიფოსგან ჩარევაზე არ არის ლაპარაკი. სახელმწიფო მხოლოდ პოზიტიური კუთხით თუ ჩაერევა - დახმარების სახით. სახელმწიფოს მხრიდან არჩევნებში გამორიცხულია სხვა რაიმე ტიპის ჩარევა", - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.



საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობამ მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ ზოგიერთი „თანამდებობრივად გავლენიანი გულშემატკივარის" და სხვა გარეშე პირების მხრიდან უკვე შეიმჩნევა მისთვის სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ საკუთარი გავლენის გამოყენების მცდელობა. რაგბის კავშირის გამგეობის შეფასებით, ჩარევა ქმნის სახიფათო პრეცედენტს პატიოსანი თამაშის წესების საწინააღმდეგოდ. განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ ვისი მხრიდან ან რომელი კანდიდატის სასარგებლოდ ხდება ჩარევა.



საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 20 დეკემბერს გაიმართება. პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი - ნაკრების ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე და მოქმედი პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე იბრძოლებენ.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016