reportiori.ge - გიგი კალანდაძე ელბერტ კობერიძის წამების საქმეზე თავს დამნაშავედ არ ცნობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 08:07
სამართალი
გიგი კალანდაძე ელბერტ კობერიძის წამების საქმეზე თავს დამნაშავედ არ ცნობს
ავტორი:
14 დეკემბერი, 2015. 10:47



საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე ელბერტ კობერიძის წამების საქმეზე მისთვის წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება. კალანდაძის თქმით, საკუთარი სიმართლის დასადგენას ყველანაირ სამართლებრივ საშუალებას გამოიყენებს. ამის შესახებ კალანდაძე „რუსთავი 2"-ს ესაუბრა.


„დღევანდელი მონაცემებით, ჩემს მიმართ წარდგენილ ბრალდებაში არის ერთადერთი მოწმე, რომელსაც ჰქონდა მისჯილი 8-წლიანი პატიმრობა. იმისთვის, რომ ამ მოწმეს ჩემს წინააღმდეგ მიეცა ჩვენება, გაათავისუფლეს. ყველანაირ სამართლებრივ საშუალებას მივმართავ, რათა საზოგადოება კიდევ ერთხელ დავარწმუნო, რომ დღევანდელი მთავრობა ასრულებს რუსეთის დავალებებს და მთავრობაში არიან რუსეთის წარმომადგენლები", - განაცხადა კალანდაძემ. 


მოქალაქე ელბერტ კობერიძის წამებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეზე ბრალდებულები არიან გიგი კალანდაძე, შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ახალაია, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა. კალანდაძეს და სამუშიას სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო დანარჩენი ბრალდებულების მიმართ აღმკვეთი ღონისძიების არცერთი სახე არ გამოიყენა. კალანდაძის და სამუშიას ადვოკატები აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.


გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა მოქალაქე ელბერტ კობერიძე სამხედრო პოლიციის შენობაში სასტიკად აწამეს. პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული პირები კობერიძისგან ამ დროისთვის დაუდგენელი მიზნით, არარსებული ტერორისტული აქტის აღიარებას მოითხოვდნენ.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016