reportiori.ge - ნინო გოცაძე დავით ნარმანიას პასუხობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 10:44
საზოგადოება
ნინო გოცაძე დავით ნარმანიას პასუხობს
ავტორი:
12 დეკემბერი, 2015. 17:15


ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორი ნინო გოცაძე დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებას პასუხობს. გოცაძის განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:


„ვეხმაურები დედაქალაქის მერის კომენტარს ბოტანიკური ბაღის მენეჯმენტის გაუმჯობესებასა და შემოთავაზებასთან დაკავშირებით.

 

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბატონი დავითი არ არის აღნიშნულის საქმის კურსში და მასთან მცდარი ინფორმაცია მიდის.

 

ის პოზიცია, რაც ირაკლი ლექვინაძემ შემომთავაზა, ისიც მას შემდეგ, რაც მოტყუებით და დამცირებით მოხდა ჩემი ბაღიდან გაგდება, იყო მერიის ერთ-ერთი შპს-ს დირექტორის მოადგილის თანამდებობა, რომელიც რეალურად არ არსებობს, რაც თავად ლექვინაძემ განმიცხადა და აქვე დაამატა, რომ ამ პოზიციის შექმნას მომავალი წლიდან, გაურკვეველი დროის შემდეგ გაითვალისწინებდნენ. ისიც მაშინ, თუ მოხდებოდა ამ შპს-ს სტრუქტურული ცვლილებები.

 

რაც შეეხება მენეჯმენტის გაუმჯობესებას, მე მესმის, რომ ბატონი დავითი თავის მოადგილეს უფრო ენდობა, ვიდრე მე. მაგრამ, უფრო მეტად რომ ჩაღრმავებოდა საქმის ვითარებას, დაინახავდა, რომ იმ ხელის შეშლის პირობებში, რომელიც სწორეს მისი მოადგილის და სხვების საკუთარი ვალდებულებების მიმართ უგულო, ზერელე დამოკიდებულებით იყო განპირობებული, გაცილებით მეტი გაკეთდა, ვიდრე შესაძლებელი იყო. 

 

ამის დასტურად ისაც კმარა, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე მხოლოდ ორი შენიშვნა მივიღე ბატონი დავითისგან. აქედან ერთი ეხება დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე გადაბერებული, გასახმობად განწირული ნერგების დარგვაზე ჩემს უარს, რითაც ხელი შევუშალე მისავე რეპუტაციის დაცემას. ხოლო მეორე - ბაღის ტერიტორიაზე არსებული ამორტიზებული ტექნიკის გატანას, რომელიც არ იყო ბაღის ბალანსზე და მთელი წლის მანძილზე, წერილობით თუ ზეპირად, უშედეგოდ მივმართავდი ირაკლი ლექვინაძეს, რადგან ეს მისი კომპეტენცია იყო, რომ გაეკეთებინა შესაბამისი რეაგირება, რათა მქონოდა ამ ტექნიკის ტერიტორიიდან გატანის შესაძლებლობა.

 

არანაირი სხვა შენიშვნა ან საყვედური, არც სიტყვიერი და არც წერილობითი, მე არ მიმიღია არც ირაკლი ლექვინაძისგან და მით უმეტეს, ბატონი დავითისგან. სამაგიეროდ, მივიღე უამრავი სამადლობელი წერილი თანამოქალაქეებისაგან, უცხოელი ვიზიტორებისაგან, საზღვარგარეთელი სტუმარი კოლეგებისაგან და პარტნიორი ორგანიზაციებისაგან, იმის აღნიშვნით, რომ ამ ერთი წლის მანძილზე თვალშისაცემად, ძირეულად არის შეცვლილი ადრე არსებული მდგომარეობა და უამრავი სასიკეთო ცვლილებაა ბაღში.  

 

ბატონი დავითი, რამდენადაც მისი წარდგენილი კადრი ვარ, უნდა დაინტერესდეს წლის მანძილზე ჩემი საქმიანობით და იმით, რომ 30 ნოემბერს, ორშაბათ დილით, რატომ დამირეკა მისმა მოადგილემ და მიხმო თავისთან, რის შედეგადაც მე „მომინდა სამსახურიდან მოულოდნელად წასვლა პირადი განცხადების საფუძველზე", ბატონ დავითთან შეთანხმების გარეშე. ან, რატომ მოხდა ასე სასწრაფოდ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის" ასეთი უხეში დარღვევით, ორ დღეში, ახალი დირექტორით ჩემი ჩანაცვლება?!" - ნათქვამია ნინო გოცაძის განცხადებაში.


დედაქალაქის  მერი დავით ნარმანია ბოტანიკური ბაღის დირექტორის ნინო გოცაძის გათავისუფლების თაობაზე კომენტარს აკეთებს. როგორც ნარმანია ამბობს, გათავისუფლება სხვადასხვა საკითხებით, მათ შორის, მენეჯმენტის ეფექტიანობის გაუმჯობესებით იყო გამოწვეული. დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ ამის შესახებ მერის მოადგილემ განმარტება უკვე გააკეთა. ნარმანია ამბობს, რომ თბილისის მერია აღნიშნულ საკითხზე განმარტებებს მომავალშიც გააკეთებს.


„ჩემმა მოადგილემ უკვე გააკეთა განმარტება. ის უშუალოდ იყო გამწვანებისა და ბოტანიკური ბაღის საკითხის კურატორი. იყო ცალკეული საკითხები, საიდან გამომდინარეც გადაწყდა მისი გადაყვანა სხვა მიმართულებაზე. თუმცა, გაირკვა, რომ ვერ შეჯერდნენ სხვაგან გადასვლაზე, ამიტომ საჭირო იყო მენეჯმენტის ეფექტიანობის გაუმჯობესება და ამით იყო ნაკარნახევი შესაბამისი ცვლილება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016