reportiori.ge - ლია მუხაშავრია: რომ ყოფილიყო ვინმეს მიმართ ზეწოლა და მოთხოვნები, ჩემთვის ცნობილი იქნებოდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 16:53
პრეს-დაიჯესტი
ლია მუხაშავრია: რომ ყოფილიყო ვინმეს მიმართ ზეწოლა და მოთხოვნები, ჩემთვის ცნობილი იქნებოდა
ავტორი:
14 დეკემბერი, 2015. 11:20


შეწყალების კომისიის წევრმა ლია მუხაშავრიამ „აიპრესთან" საუბრისას განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი იყო, პატიმრების შეწყალებისთვის ფულის გადახდის ფაქტზე არაფერი სმენია.

 

„ალეკოს ჩვენთვის ასეთი რამ არ უთქვამს, როცა იყო ჩვენთან კომისიაში. ალბათ, მან არ ჩათვალა საჭიროდ და მგონია, რომ სწორადაც მოიქცა იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა მასთან, როგორც თავმჯდომარესთან და ერთმანეთთან. რომ ყოფილიყო ვინმეს მიმართ ასეთი ზეწოლა და მოთხოვნები, ამაზე ჩემთვის იქნებოდა ცნობილი. მე სრულიად გამართლებულად მიმაჩნია მისი საქციელი, რომ პროკურატურას მიმართა და ის დაიკითხება ამ ფაქტზე.

 

ერთი შემთხვევა იყო, როდესაც ადვოკატი დააპატიმრეს იმიტომ, რომ თაღლითობდა და კლიენტს ატყუებდა, თითქოს ჩააწყო შეწყალების კომისიაში და ფულის გამოძალვას ცდილობდა კლიენტისგან. ეს საქმე მახსოვს. ჩვენ მაშინ ვიცოდით ამის შესახებ და გვქონდა კიდეც საუბარი.

 

სხვა ფაქტების შესახებ მე არ მსმენია",- განაცხადა მუხაშავრიამ. 


 

 

წყარო: ipress.ge 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016