reportiori.ge - სოფო ჯაფარიძე: თუ პრეზიდენტმა კორუფციაზე იცოდა, სამართალდამცავებისთვის უნდა მიემართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 16:35
პრეს-დაიჯესტი
სოფო ჯაფარიძე: თუ პრეზიდენტმა კორუფციაზე იცოდა, სამართალდამცავებისთვის უნდა მიემართა
ავტორი:
14 დეკემბერი, 2015. 11:58


„თუ საქართველოს პრეზიდენტისთვის ინფორმაციის დონეზე ცნობილი იყო სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შესახებ, მას ეს უნდა განეცხადებინა სამართალდამცავი ორგანოებისთვის. ეს ვალდებულება საქართველოს ნებისმიერ მოქალქეს აქვს", - ამის შესახებ „აიპრესთან" საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე განაცხადა.



როგორც „აიპრესთან" სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, მთავრობის ადმინისტრაციაში მისი დანიშვნის დღიდან დღემდე არანაირი განცხადება არ შემოსულა, სადაც საუბარი იყო შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე.

 

„მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა წერილი, რომლის ადრესატი ვიყავი მე და დაწერილი იყო ალეკო ელისაშვილის მიერ, სადაც აღწერილი იქნებოდა ის დანაშაული, რომელის სავარაუდოდ ჩადენილი იყო ამათუ იმ პირების მიერ", - აღნიშნა ჯაფარიძემ.


პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში „აიპრესთან" სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მუშაობის პერიოდსაც იხსენებს და ამბობს, რომ არც იმ პერიოდში ჰქონია მას ასეთი ინფორმაცია.


„სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ მქონდა ამის შესახებ ინფორმაცია. ჩემთვის ამის შესახებ მასობირივი ინფორმაციის საშუალებით გახდა ცნობილი.

 

როგორც იცით, შეწყალების კომისია და შეწყალება პრეზიდენტის კომპეტენციას მიეკუთვნება. მე ამ პერიოდში აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვმუშაობდი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში და ჩართული ვიყავი პირობით ვადამდე გათავისუფლების საქმიანობაში, თუმცა ჩემი იქ მუშაობის პერიოდში ჩემთვის ასეთი ფაქტების შესახებ უცნობი იყო.

 

მე, როგორც იურისტი, უდანაშაულობის პრეზუმფციას ნამდვილად ვერ დავარღვევ და როგორც აპრიორი, ჩადენილად ვერ ჩავთვლი იმ სავარაუდო თუნდაც დანაშაულს", - აღნიშნა ჯაფარიძემ.


შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, შეწყალების კომისის ყოფილმა თავმჯდომარემ, ამჟამად საკრებულოს წევრმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტპატიმართა სიებში მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა გარკვეული თანხა აიღეს, რის შესახებ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვლისთვის წელიწადნახევრის წინ ცნობილი იყო.



წყარო: ipress.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016