reportiori.ge - ერთი დაჭრილი და ერთი გარდაცვლილი - შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 08:09
სამართალი
ერთი დაჭრილი და ერთი გარდაცვლილი - შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
14 დეკემბერი, 2015. 12:07


შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული ანდრო მ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.


"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე თავისივე საცხოვრებელ კორპუსში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა 1977 წელს დაბადებული გიორგი ბ., ხოლო 1989 წელს დაბადებული ზურაბ ბ. ფეხის არეში დაჭრა.


დაკავებისას ბრალდებულმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ფეხში მსუბუქად დაიჭრა. ანდრო მ-ს და ზურაბ ბ-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დანაშაულის ჩადენის იარაღი შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ნივთმტკიცებად.


გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით)", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016