reportiori.ge - მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი: გეგმის 80%-ზე მეტი შესრულებულია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 13:58
პრეს-დაიჯესტი
მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი: გეგმის 80%-ზე მეტი შესრულებულია
ავტორი:
14 დეკემბერი, 2015. 13:01


„მერიის დაგეგმილი პროექტების 80%-ზე მეტი უკვე შესრულებულია",- ეს განცხადება „აიპრესთან" მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა გააკეთა.

 

-თბილისის მოსახლეობას ძალიან აწუხებს კეთილმოწყობის საკითხები. ორმოების და გადათხრილი ქუჩების საკითხი დღის წესრიგში დგას თბილისის ყველა უბანში.  თქვენი სამსახურის მიერ დაგეგმილი სამუშაოს რამდენი პროცენტია გაკეთებული და რამდენი გასაკეთებელი?


-თუ დღეს ჩვენ ფურცელზე გადმოტანილი ციფრებით ვისაუბრებთ, მაშინ ვიტყვი, რომ დაგეგმილი პროექტების 80%-ზე მეტი უკვე შესრულებულია, მაგრამ ყოველდღიურად მიდის შესრულებები. მიახლოებით, რაც მე დაგეგმილი მაქვს, კეთილმოწყობის სამსახურის მიერ შესრულებული იქნება გეგმის 96%. სხვა სამსახურებზე ვერ გეტყვით, მაგრამ კეთილმოწყობის სამსახურის  წლის ბოლოსთვის გეგმის 95-96% შეასრულებს.


რაც შეეხება იმ პრობლემებს, ეგ მარტო თქვენთვის კი არა, ჩემთვისაც პრობლემას წარმოადგენდა, სანამ სამსახურში მოვიდოდი. ნელ-ნელა ყველაფერი გამოსწორდება.


ამ ეტაპისთვის ყველაზე სავალალო რაც არის, ეს არის თევდორე მღვდლის ქუჩა, რომელზეც სამუშაოები დაახლოებით ერთი კვირაა დაწყებულია. იყო რაღაც შეფერხება. ერთ-ერთ კონტრაქტორთან მოხდა ხელშეკრულების შეწყვეტა. ტენდერი გამოცხადდა ხელმეორედ. სამწუხაროდ, მასში მხოლოდ ერთი კომპანია მოხვდა და ვერ წარმოადგინა ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო წერილი. ამის გამო მოგვიწია მისი დისკვალიფიკაცია. ჩვენთვის, რა თქმა, უნდა უკეთესი იყო, ყოფილიყვნენ სხვა კომპანიებიც, რადგან შეიძლებოდა, სხვას შეესრულებინა ეს სამუშაოები, მაგრამ ასე არ მოხდა. ამის შემდეგ, მივმართეთ სააგენტოს, რომ ნება დაერთოთ სასწრაფო წესით გაგვეფორმებინა ხელშეკრულება სხვა კომპანიასთან, რომელიც წარმოადგენდა იგივე პირობებს. ჩვენ კანონი გვავალდებულებს, რომ რაც იყო სატენდერო პირობები იმ პირობებით გადასცე სხვას. ძალიან ბევრ კომპანიას დავუკავშირდით, ჩავატარეთ გამოკითხვაც, მაგრამ, სამწუხაროდ, მივიღეთ უარი.


„აიპრესის" კითხვას, თუ რატომ ამბობენ კომპანიები ტენდერში მონაწილეობაზე უარს, კუბლაშვილმა უპასუხა, რომ დაწყებული საქმის გაგრძელება მარტივი არ არის.


„დაწყებული საქმის გაგრძელება ცოტა რთულია. აქედან გამომდინარე, ბევრმა კომპანიამ განაცხადა უარი. შემოთავაზება შემოიტანა მხოლოდ ორმა და ფასთა ჭიდილში ერთ-ერთმა გაიმარჯვა. ის ახლა ასრულებს სამუშაოებს, რომელიც თევდორე მღვდლის ქუჩაზე მიმდინარეობს. მე ყოველღამე იქ ვარ და ვხედავ, რაც ხდება. მე მაქვს მიზანი, რომ დაახლოებით ათი დღის განმავლობაში თოდუას კლინიკას რომ გაცდებით, ის მონაკვეთი თამარ მეფის გამზირამდე სრულიად წესრიგში იყოს",- განაცხადა კუბლაშვილმა.




წყარო: ipress.ge 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016