reportiori.ge - „Origin–Georgia“ რეგიონებში ახალი გეოგრაფიული აღნიშვნების გამოვლენაზე იზრუნებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 10:44
საზოგადოება
„Origin–Georgia“ რეგიონებში ახალი გეოგრაფიული აღნიშვნების გამოვლენაზე იზრუნებს
ავტორი:
14 დეკემბერი, 2015. 13:20


საქპატენტმა და ღვინის ეროვნულმა სააგენტომ დააფუძნეს ა(ა)იპ „Origin-Georgia", რომლის მიზანია  საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და  ქვეყანაში კონკურენტუნარიანი მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა. 


 

ამჟამად, საქპატენტის მიერ რეგისტრირებულია ადგილწარმოშობის დასახელების 18 ქართული ღვინო, (ხვანჭკარა, მუკუზანი, ტვიში და ა.შ.), 8 მინერალური წყალი (ბორჯომი, მიტარბი, საირმე და ა.შ.), 16 გეოგრაფიული აღნიშვნა (სულგუნი, ჩურჩხელა, ჭაჭა, დამბალხაჭო და ა.შ.), რეგისტრაციის ბოლო ეტაპზეა „ქუთაისის მწვანილი", „ტყიბულის ჩაი", მაჭახელას თაფლი" და „ახალქალაქის კარტოფილი".

 

„Origin-Georgia"  განახორციელებს  მნიშვნელოვან პროექტებს.

 

ასოციაციის საქმიანობა ითვალისწინებს   საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნით დაცვადი  პროდუქტების გამოვლენას, მათ ინვენტარიზაციას, სპეციფიკაციების დადგენას და სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფას. ასოციაცია დაეხმარება ფერმერებსა და მეწარმეებს  გაერთიანების შექმნაში,  გაუწევს მათ  კონსულტაციებს  ბრენდინგის, მარკეტინგის, მენეჯმენტის  საკითხებში  და ასევე,  დაეხმარება  საერთაშორისო კონტაქტების მოძიებაში", - ნათქვამია საქპატენტის განცხადებაში.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016