reportiori.ge - „ძალიან ნიჭიერი კი არა, გენიოსი იყო“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 10:14
საზოგადოება
„ძალიან ნიჭიერი კი არა, გენიოსი იყო“
ავტორი:
14 დეკემბერი, 2015. 14:10


საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ინტელექტკლუბის ერთ-ერთი წევრი სერგი კაპანაძე მეგობრის - დათო ჭოჭუას გარდაცვალებაზე წერს:


„ძალიან ნიჭიერი კი არ იყო - გენიოსი იყო. სამშობლო ძალიან უყვარდა და ყველაზე სწორი ღირებულებები გააჩნდა. ტიპიური განმანათლებელი იყო. სულ მხიარული, მზრუნველი და პოზიტიური. უზომოდ ნაკითხი და ფენომენალური მეხსიერების მქონე. 25 წლიდან ლექციებს კითხულობდა და უსაფრთხოების, ტერორიზმის, საგარეო პოლიტიკის, ევროკავშირის და ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობების მისნაირი მცოდნე მე არ შემხვედრია. სხვაგან რომ დაბადებულიყო ჰარვარდის ან ოქსფორდის პროფესორი იქნებოდა. მერე ალბათ საგარეო საქმეთა მინისტრი ან პრემიერ-მინისტრი. რამის სწავლას რომ დაიწყებდა, ბოლომდე მიიყვანდა. „დასპეცდებოდა". ერთხელ ძაღლებზე დაწერა წიგნი და მისნაირი კინოლოგი ცოტა მინახავს. თუ რამე თემა არ იცოდა (მაგ. ფეხბურთი), არ ნიშნავდა, რომ მისი ფენომენალური მეხსიერების, ლოგიკის და ნიჭის გამო სრულფასოვნად არ მიიღებდა მონაწილეობას დისკუსიაში. ჩვეულებრივი გენიოსი იყო.

 

როცა გაზეთ „24 საათში" ერთად ვმუშაობდით, ერთხელ ხუთი ჟურნალისტი და თარჯიმანი ჩაანაცვლა ერთი დღით და ნომერი მაინც გამოვიდა. ხუთი ადამიანის საქმე ისე შეითავსა, თითქოს კონვეიერი იყო. შეგეძლო, დარწმუნებული ყოფილიყავი, რომ საქმეს აუცილებლად გაართმევდა თავს. უშეცდომოდ მუშაობდა. გენიალურად წერდა. ნებისმიერ ენაზე. „რა? სად? როდის?"- ში მანამდე ვნახე, სანამ დავმეგობრდებოდით და აღფრთოვანებული დავრჩი აზროვნების სისხარტით. ეს პირველ კურსზე იყო. მერე ერთად ვითამაშეთ 17 წელი... და მისი ყოველი თამაში ზუსტად ისე აღმაფრთოვანებდა, როგორც ის პირველი - ტელევიზორში ნანახი.

 

როცა ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი გახდა საგარეოში, ყველამ ვიცოდით, რომ ეს მისი დიდი და წარმატებული კარიერის მხოლოდ დასაწყისი უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, ყველა მწარედ ვცდებოდით. ინგლისური იცოდა მათზე უკეთ, ვისი მშობლიური ენაც ინგლისურია. როცა ახალ სიტყვას გაიგებდა, უხაროდა.

 

ჟამსას მოცალეობისას ფენტეზის ჟანრის რომანი დაწერა! უაღრესად ღრმა და საინტერესო. ზოგი მხოლოდ ფენტეზის ერთ რომანს ანდომებს მთელ სიცოცხლეს. ის კი პარალელურად წარმატებული დიპლომატი და 4 უნივერსიტეტის ლექტორი იყო.

 

და მხოლოდ 33 წლის იყო!

 

ჩემს უახლოეს მეგობარზე, დათო ჭოჭუაზე ვამბობ.

რამდენიმე თვის წინ მისი მეჯვარე ვიყავი. ახლა კი ის აღარ არის. მისი გენიალურობა კი იმაშია, რომ ამ პატარა ბიჭმა ყველა მისი ნაცნობი აატირა და ყველას დაწყვიტა გული.

 

ნათელში იყავ იმ სამყაროში, მეგობარო!

 

RIP Buddy!!!" - წერს სერგი კაპანაძე. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016