reportiori.ge - უსახლკაროები ახალ წელს კარვების ნაცვლად შენობაში შეხვდებიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 10:47
საზოგადოება
უსახლკაროები ახალ წელს კარვების ნაცვლად შენობაში შეხვდებიან
ავტორი:
14 დეკემბერი, 2015. 14:37


უსახლკაროთათვის 2 წლის წინ გაკეთებული თავშესაფარი - კარვების ქალაქი ამ დრომდე ფუნქციონირებს, თუმცა ახალ წლამდე კარვების ბინადრები სპეციალურად მათთვის აშენებულ შენობაში გადავლენ და იქ განაგრძობენ ცხოვრებას.


კარვებიდან ბენეფიციარები სოფელ ლილოს დასახლებაში გადავლენ. 240 ადამიანზე გათვლილ შენობას აქვს ცენტრალური გათბობა, სააბაზანო, სასადილო და სხვა ის აუცილებელი პირობები, რაც ცხოვრებისთვის არის საჭირო. ბენეფიციარები ახალ წელს ნაჭრის კედლების ნაცვლად შენობაში შეხვდებიან.


„2-წლიანი არსებობის პირობებში კარვებმა საერთო ჯამში 6 ათასამდე ბინადარს უმასპინძლა. ამ ხნის განმავლობაში აქ ყველას შეხვდებოდით, დაწყებული პრობაციონერებიდან, პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრით დამთავრებული. ამ კარვებში ღამე უთენებიათ ყოფილ ჩინოვნიკებს და პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსნებს. 5-შვილიან ოჯახს, სექსუალური უმცირესობის წევრებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც კი. აქ მოხვედრილებს ყველას თავისი ისტორია აქვს", - ნათქვამია „20/30"-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში. 


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016