reportiori.ge - ავტომობილის სპეციალურ სადგომზე გადაყვანა, თუ არ აფერხებს საავტომობილო მოძრაობას, აიკრძალება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 10:04
საზოგადოება
ავტომობილის სპეციალურ სადგომზე გადაყვანა, თუ არ აფერხებს საავტომობილო მოძრაობას, აიკრძალება
ავტორი:
14 დეკემბერი, 2015. 15:42


ცვლილებები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" - სპეციალურ ავტოსადგომზე სატრანსპორტო საშუალებების გადაყვანის შესაძლებლობები კიდევ უფრო კონკრეტდება. განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გაიმართა.


საქართველოს პარლამენტის წევრის სოსო ჯაჭვლიანის ინფორმაციით, მოქმედი კანონიდან ამოღებული იქნება ჩანაწერი „თუ ქმნის საავარიო სიტუაციას", რაც „სითი პარკის" მიერ სატრანსპორტო საშუალების ევაკუირების შესაძლებლობას იძლევა.


ამას გარდა, წარმოდგენილ კანონპროექტს დაემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, „სითი პარკს" აეკრძალება ავტომობილის სპეციალურ სადგომზე გადაყვანა, თუ ის ამკრძალავი ნიშნის „დგომა-გაჩერება აკრძალულია" ან „დგომა აკრძალულია" მოთხოვნას არღვევს, მაგრამ არ აფერხებს საავტომობილო მოძრაობას და არ ქმნის საცობს.

 


კომიტეტის სხდომას ესწრებოდა კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ზვიად ტომარაძე, რომლის ინიციატივითაც გათვალისწინებული იქნება ფეხითმოსიარულეთა ინტერესები. კერძოდ, კანონპროექტს ემატება ფეხითმოსიარულეთა დაცვის მექანიზმი, "ავტოსატრანსპორტო საშუალებას გადაიყვანენ საჯარიმო სადგომზე იმ შემთხვევაში, თუ აფერხებს ტროტუარზე ქვეითთა მოძრაობას.

 

 

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტს კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016