reportiori.ge - ოთარ დანელია: მნიშვნელოვანია იმ მთიანი რეგიონების ხელშეწყობა, სადაც ეკონომიკური აქტივობა განსაკუთრებულად დაბალია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 10:43
საზოგადოება
ოთარ დანელია: მნიშვნელოვანია იმ მთიანი რეგიონების ხელშეწყობა, სადაც ეკონომიკური აქტივობა განსაკუთრებულად დაბალია
ავტორი:
14 დეკემბერი, 2015. 15:59


სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმ მთიანი რეგიონების ხელშეწყობა, სადაც ეკონომიკური აქტივობა განსაკუთრებულად დაბალია.



მოგეხსენებათ, ჩვენ რამდენიმე კვირის წინ გამოვიტანეთ 12 მუნიციპალიტეტი, რომელიც გვინდოდა, რომ გამონაკლისის სახით დამატებით კიდევ წაგვეხალისებინა სოფლის მეურნეობის პროექტების განვითარების კუთხით. შესაბამისად, ეს უკვე გლობალურად აგვარებს ამ პრობლემას. ძალიან მნიშვნელოვანია იმ მთიანი რეგიონების ხელშეწყობა, სადაც ეკონომიკური აქტივობა განსაკუთრებულად დაბალია. ამ შემთხვევაში, ერთი მხრივ, ეს კარგად ახალისებს ბიზნესსექტორს, რომ გრძელვადიანი ინვესტიციები აწარმოონ ამ რეგიონებში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის ძალიან კარგი ვადა 10 წელი, რათა კარგად დაგეგმონ თავიანთი ბიზნესი. ამ კუთხით ეს არის ძალიან კარგი მოტივატორი", - განაცხადა დანელიამ.

 


რაც შეეხება უშუალოდ სოფლის მეურნეობის კუთხით წახალისებას, მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია გადამმუშავებელი წარმოება.



მოგეხსენებათ, რომ ჩვენ განსაკუთრებით ვახალისებთ გადამუშავებას და შესაბამისად, პირველადი წარმოებიდან გვინდა, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ დამატებული ღირებულება სოფლის მეურნეობაში, რომელიც უკვე საკმაოდ კარგ მაჩვენებლებს გვიჩვენებს და საბოლოო ჯამში, ეს მნიშვნელოვანია იმ კუთხით მაღალმთიან რეგიონში, როგორიცაა სასაწყობე, შემნახვევლი და გადამმუშვებელი მეურნეობები, რისი დეფიციტიც დღეს არის ქვეყანაში. სწორედ ამიტომ არის პრეცედენტები, როდესაც ქართული პროდუქცია შეიძლება გადიდოდეს ქვეყნიდან და ის კვლავ უკან ბრუნდებოდეს შენახვის გარკვეული ვადის შედეგად. ამიტომ ეს მნიშვნელოვნად დააბალანსებს ამ მოცემულობას", - განაცხადა ოთარ დანელიამ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016