reportiori.ge - სამების ტაძრამდე მისასვლელი გზა იანვრის ბოლომდე სრულად გაკეთდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 14:03
პრეს-დაიჯესტი
სამების ტაძრამდე მისასვლელი გზა იანვრის ბოლომდე სრულად გაკეთდება
ავტორი:
14 დეკემბერი, 2015. 16:26


მეტროსადგურ „ავლაბრიდან" სამების ტაძრამდე მისასვლელი გზა დღეისთვის სავალალო მდგომარეობაშია. გადათხრილი ქუჩები და აბსოლუტურად კეთილმოუწყებელი გზა ტაძრამდე, რომელიც ქვეყნის სავიზიტო ბარათია უცხოელი სტუმრებისთვის. როდის გაკეთდება გზა სამებამდე?


„აიპრესი" მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს გივი კუბლაშვილს გზებზე შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით ესაუბრა. კუბლაშვილის თქმით, დავალება უკვე მიცემულია და აღნიშნული პრობლემები მალე მოგვარდება.

-ბატონო გივი, ავლაბრის მეტროდან სამების ტაძრამდე გზაზე ძალიან ცუდი მდგომარეობაა. რამდენად შეეფერება ქვეყნის პრესტიჟს და ღირსებას, როდესაც სტუმრები, რომლისთვისაც სამება ასე ვთქვათ სავიზიტო ბარათია, გადიან ძალიან ცუდ, დანგრეულ გზას?


-დავალება უკვე მიცემულია და ძალიან მოკლე პერიოდში ეს გზა გაკეთდება. ასევე კეთდება „ვორონცოვიდან" შემოვლითი გზა. ასე რომ, ეგ პრობლემა იანვრის ბოლომდე მოგვარდება.

 

რაც შეეხება სხვა პროექტებს, რომლებიც საზოგადოებაში სალაპარაკო გახდა, ეს იყო ჭავჭავაძის გამზირი, გაგარინის მოედანი, წერეთლის გამზირი. ჩემი მოსვლიდან ძალიან ოპერატიულად შესრულდა ეს დავალებები. ჭავჭავაძეზე ორ დღეში 2600 ტონა ასფალტი დაიგო, რაც მგონია, განვითარების გზაზე დადგომაა. ამხელა სამუშაო ორი ღამის განმავლობაში არავის შეუსრულებია. თან, ძალიან კარგი და ხარისხიანი გზაა დაგებული",- აღნიშნა კუბლაშვილმა.


კითხვაზე, თუ რას აკეთებდნენ კეთილმოწყობის სამსახურში კუბლაშვილის მოსვლამდე, ამჟამინდელმა უფროსმა განაცხადა:


„მე პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არ იყო ადმინისტრაციის პრობლემა. აქ პრობლემა თვითონ კონტრაქტორმა შექმნა. არ მინდა, ვინმეზე ცუდად ვილაპარაკო, მაგრამ ჩვენდა სამწუხროდ, ეს პრობლემები კონტრაქტორმა შექმნა იმის გამო, რომ ამ საქმეში გამოცდილი არ იყო",- განაცხადა კუბლაშვილმა.




წყარო: Ipress.ge 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016