reportiori.ge - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აფხაზეთის მთავრობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ფორმდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 10:20
საზოგადოება
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აფხაზეთის მთავრობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ფორმდება
ავტორი:
14 დეკემბერი, 2015. 16:43


15 დეკემბერს, 10.00 საათზე, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აფხაზეთის მთავრობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ფორმდება.


„მემორანდუმის თანახმად, ორი უწყება გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, ერთობლივი ღონისძიებებით ხელი შეუწყონ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების" შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანების ჯანმრთელობის დაცვას, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას, მათ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, სამსახურსა და აფხაზეთის მთავრობის ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებას ვეტერანთა სამართლებრივი უფლებების განმტკიცების მიზნით, აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანთათვის ერთობლივი ჯანდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მეშვეობით რეგიონებში გასვლით სამედიცინო-პროფილაქტიკურ გამოკვლევებს და მედიკამენტებით უფასო  უზრუნველყოფას;

 

სპორტის ხელმისაწვდომობისათვის პირობების შექმნას, სპორტის სხვადასხვა სახეობებში ვეტერანთა ტურნირების ჩატარებას, მხარეების პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი შესაძლებლობებით ჰუმანიტარული, კულტურული, საგანმანათლებლო, ჯანდაცვითი, ეკონომიკური და სხვა  სოციალურ ეკონომიკური დანიშნულების პროექტების შემუშავებას და განხორციელებას.

 

მხარეთა შეთანხმებით, საჭიროების შემთხვევაში, მონიტორინგის ჯგუფების ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფს ამ მემორანდუმით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და პროგრამების მიმდინარეობის მონიტორინგსა და კოორდინაციას", - ნათქვამია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადებაში. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016