reportiori.ge - რამდენი ქულა დააკლდება მძღოლს მართვის მოწმობაზე, თითო დარღვევის დროს - ზვიად ოქროპირიძე განმარტავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 10:30
საზოგადოება
რამდენი ქულა დააკლდება მძღოლს მართვის მოწმობაზე, თითო დარღვევის დროს - ზვიად ოქროპირიძე განმარტავს
ავტორი:
14 დეკემბერი, 2015. 17:19


შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ოქროპირიძე მართვის მოწმობაზე ქულების დაკლების შესახებ „ქართული არხის" ეთერში დეტალურად საუბრობს:

 

„ყველა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას ექნება თავისი შესაბამისი საჯარიმო ქულა. არასწორ გასწრებაზე დაახლოებით საუბარია 10-15 ქულის ჩამოკლებაზე. თავდაპირველად, როდესაც კანონპროექტი მომზადდა, ქულათა რაოდენობა შედარებით გაბერილი იყო, მაგრამ ეს კანონპროექტი განიხილეს მთავრობის სხდომაზე და მათი შენიშვნების შემდეგ არსებითად შემცირდა თითო დარღვევაზე ქულების რაოდენობა. როდესაც მძღოლი ქვეითთა გადასასვლელ გზაზე ქვეითს გზას არ დაუთმობს, დაჯარიმდება 40 ლარით და ჩამოაკლდება 5 ქულა. განმეორების შემთხვევაში მძღოლს ჩამოაკლდება 10 ქულა. თუ წესების დარღვევას მოჰყვება საავარიო ვითარება, ქულათა რაოდენობა რა თქმა უნდა, აიწევს და იქნება 20 ქულა. თუკი გზის დათმობის წესის დარღვევა გამოიწვევს შეჯახებას, საჯარიმო იქნება 30 ქულა", - განაცხადა ოქროპირიძემ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016