reportiori.ge - არჩილ კაიკაციშვილი მამუკა ახვლედიანთან შეხვედრას მოითხოვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 10:31
საზოგადოება
არჩილ კაიკაციშვილი მამუკა ახვლედიანთან შეხვედრას მოითხოვს
ავტორი:
14 დეკემბერი, 2015. 17:36


არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანთან შეხვედრას მოითხოვს.


როგორც ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 14 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საქმე, რომელის კანონიერი ინტერესების დამცველს არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენს, გასაჩივრების შემდგომ, განსახილველად იმავე მოსამართლეს გადაეცა.


თბილისის საქალაქო სასამართლოში მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ცნობილი საქმე განიხლება იქედან გამომდინარე, რომ საქმე ეხება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას, მართლმსაჯულების, მხარის და დავის ინტერესებიდან გამომდინარე, მოცემულ ეტაპზე, არ ხდება მხარეთა იდენტიფიცირება. მოსამართლემ 2015 წლის 26 ნოემბერს მიიღო განჩინება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელეს სამართლიანი სასამართლოს უფლება აეკრძალა. არჩილ კაიკაციშვილმა, 2015 წლის 11 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, 26 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობის მოთხოვნით, საჩივრით უკვე მიმართა. სასამართლოს მიერ დაშვებულ უკანონობაზე, 2015 წლის 9 დეკემბერს, წერილით მიემართა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანსაც. მოქალაქის სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვის ფაქტზე, წერილობითი ინფორმაცია მიწოდებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძის მიმართ. არჩილ კაიკაციშვილმა საქმის კურსში ჩააყენა საქართველოში მართლმსაჯულების განხორციელებაზე პასუხისმგებელი ინსტიტუციები და დიპლომატიური კორპუსი.


არჩილ კაიკაციშვილის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანის მიმართ გაგზვანილ ოფიციალურ წერილში, 9 დეკემბერს, სასამართლოს ეთხოვ, რეზონანსული საქმე განსახილველად არ გადასცემოდა წინა გადაწყვეტილებების მიმღებ მოსამართლეს. 14 დეკემბერს, სასამართლომ დაადასტურა, რომ საქმე კვლავ იმავე მოსამართლეს გადაეცა განსახილველად. არჩილ კაიკაციშვილი, მართლმსაჯულებისა და მოქალაქის კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც სამართლიანი სასამართლოს უფლება ჩამოერთვა, მოითხოვს სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრას, გარკვევას, თუ რატომ არ გაითვალისწინა სასამართლომ, წერილის არსებობის პირობებში, მხარის კანინიერი მოთხოვნა და დამატებითი ინფორმაციის წარდგენას. სასამართლოს აღნიშნულის შესახებ უკვე მიემართა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016