პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში შეტანილი ღვაწლისთვის ნოდარ ნათაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა. რატომ დაუბრუნა პრეზიდენტს გადაცემული ნოდარ ნათაძემ - ამ თემაზე ყოფილი პარლამენტარი „კვირის ქრონიკას" ესაუბრა.
„მე ჟანრობრივად არ მეკუთვნის, ეს ორდენი მომეცეს საპარლამენტო მოღვაწეობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ პირადად ვმონაწილეობდი საპარლამენტო საქმიანობაში, საერთო ჯამში, ეს ყველაფერი დამარცხებად მიმაჩნია. 25 წლის განმავლობაში პარლამენტმა ვერ დაიცვა საქართველო თავისი კანონმდებლობით - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შესახებ კრინტი არ დაუძრავს, აზერბაიჯანსა და სომხეთს რომ აქვს ჩვენი ტერიტორიები, ამაზე ხმა არ ამოუღია. სოჭი რომ რუსეთს აქვს წაღებული, არც ამაზე ამოუღია ხმა ვინმეს. ამიტომ მე არ ვარ ისეთი ჯარისკაცი, რომელიც წაგებული ომისთვის მიიღებს ორდენს", - განაცხადა ნათაძემ.
წყარო: გაზეთი „კვირის ქრონიკა"