reportiori.ge - მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან ერთად, ე.წ. საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციაც იკრძალება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 10:46
საზოგადოება
მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან ერთად, ე.წ. საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციაც იკრძალება
ავტორი:
14 დეკემბერი, 2015. 18:15


2016 წლის 1 მარტის შემდგომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი/შემოყვანილი ავტობუსი ან მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც საჭე აქვს მარჯვენა მხარეს, ან რომლის საჭეც გადატანილია მარცხება მხარეს ქარხანა-დამამზადებლის მიერ გამოშვების შემდეგ, რეგისტრაციას არ დაექვემდებარება. შესაბამისად, მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან ერთად, ე.წ. საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციაც იკრძალება.


მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.


პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პროექტის მიღებას პარლამენტი არ იჩქარებს და საკითხი მიმდინარე წლის დღის წესრიგში შეტანილი არ იქნება.


„არ უნდა დავტოვოთ არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა. მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტოთ ის, რაც შსს-ს მხრიდან არაერთხელ ითქვა, რომ კანონის მიღების შემდეგ არანაირი პრობლემა არ შეექმნება არც ერთ იმ ადამიანს, რომელიც მარჯვენასაჭიანი ავტომობილით სარგებლობს. ამასთან, საუბარია იმაზე, რომ საქართველოშიც, ისევე როგორც ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, მოწესრიგდეს საგზაო მოძრაობა და ეს მოწესრიგება იყოს არა შოკის მომგვრელი, არა რაიმეს აკრძალვები, არამედ, დროში გაწელილი იმისთვის, რომ ჩვენ სასურველი შედეგი მივიღოთ. პრობლემა ის არის, რომ თავის დროზე, ძალიან ბევრი წლის წინ, ეს საკითხი არ მოგვარდა და ახლა გვიწევს ამ თემებზე საუბარი.


კომიტეტებს, რომლებიც შეირჩა, მინდა ვთხოვო, რომ განსაკუთრებით მიიღონ ზომები, რათა ამ საკითხის განხილვისას უზრუნველვყოთ საჯაროობაც, ინტერესთა ჯგუფების მონაწილეობაც. რაც შეიძლება კარგად განვმარტოთ, რა ინოვაციები შემოდის, რა იქნება სიახლე, ვისთვის რა იცვლება. კარგად ავუხსნათ მოსახლეობას, მათთვის რა იცვლება და პირველ რიგში ავუხსნათ ის, რომ ვისაც უკვე ჰყავს ასეთი ავტომობილი, მათ რაიმე პრობლემები არ შეექმნებათ. არის სხვა თემებიც ამ კანონპროექტში, რომელსაც კარგი შესწავლა სჭირდება დარწმუნებული ვარ, ისეთ კანონს მივიღებთ, რომელიც ყველა მოქალაქისთვის ყოველმხრივ დასაბუთებული და გააზრებული იქნება", - აღნიშნა უსუფაშვილმა.


საკანონმდებლო პაკეტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა. ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016