საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ალეკო ელისაშვილის განცხადებებზე დაწყებულ გამოძიებაზე პირველ კომენტარს აკეთებს. შოთაძემ დაადასტურა, რომ ამ საკითხზე დაკითხულები არიან დეპუტატები მანანა კობახიძე და ეკა ბესელია. ასევე, დამატებით 20 მოწმე. ამას გარდა, ელისაშვილის მიერ გაჟღერებულ ფაქტებზე, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძესთან შეხვედრის თაობაზე, შოთაძე განმარტავს, რომ შეხვედრა შედგა, თუმცა საუბარი სულ სხვა საკითხს შეეხებოდა და არა შეწყალების კომისიის საქმიანობას:
„მიმდინარეობს ელისაშვილის დაკითხვა, იმ გარემოებებზე, რომელიც წარმოიშვა გამოძიების მიმდინარეობისას.
ასევე, დაკითხულები არიან დეპუტატები მანანა კობახიძე და ეკა ბესელია. დაკითხულია კიდევ 20-მდე მოწმე.
რაც შეეხება ელისაშვილის შეხვედრას გოგაძესთან, ამ შეხვედრის შესახებ მოვისმინე ტელევიზიით. ამ მიმართულებითაც ჩატარდება გამოძიება. მოვისმინე ჩემი დღევანდელი მოადგილის, გიორგი გოგაძის პოზიცია. ასევე ვიცი ჩვენი პრეს-სამსახურის უფროსის ნათია სუხიაშვილის პოზიცია, რომლის შუამავლობითაც დაიგეგმა და მოხდა ეს შეხვედრა. შეხვედრა ეხებოდა სულ სხვა სისხლის სამართლის საკითხს და საუბარი არ ყოფილა შეწყალების კომისიის საქმიანობაზე", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.