reportiori.ge - „სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების პირველი საერთაშორისო ფორუმი“ გაიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 10:30
საზოგადოება
„სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების პირველი საერთაშორისო ფორუმი“ გაიმართება
ავტორი:
14 დეკემბერი, 2015. 18:43


15-18 დეკემბერს, თბილისში „სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების პირველი საერთაშორისო ფორუმი" გაიმართება.


ფორუმი ოფიციალურად გაიხსნება15 დეკემბერს, 10:00 საათზე,  სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში". 


„სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების  საერთაშორისო ფორუმს" გახსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის ინიციატივითაც შეიქმნა „საქართველოს სოლიდარობის ფონდი". 


ღონისძიებაზე დასასწრებად, თბილისს ეწვივნენ გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ინოვაციური დაფინანსების კუთხით ფილიპ დუსტ-ბლაზი და გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე  იანიკ გლემარეკი.


2015 წლის აგვისტოში „საქართველოს სოლიდარობის ფონდი" გაწევრიანდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბაზაზე მოქმედ ინოვაციური დაფინანსების წამყვან ჯგუფში (Leading Group on Innovative Financing for Development). სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში,  საერთაშორისო ფორუმი სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების საკითხებში, საქართველოს დედაქალაქში ყოველწლიურად გაიმართება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016