reportiori.ge - გიორგი ვოლსკი: ბურჭულაძის თანაგუნდელების განცხადებები „ნაციონალების“ განცხადებებისგან არაფრით გამოირჩევა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 13:59
პრეს-დაიჯესტი
გიორგი ვოლსკი: ბურჭულაძის თანაგუნდელების განცხადებები „ნაციონალების“ განცხადებებისგან არაფრით გამოირჩევა
ავტორი:
14 დეკემბერი, 2015. 19:09


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ პაატა ბურჭულაძის თანაგუნდელების განცხადებები ობიექტურ რეალობას მნიშვნელოვნად სცილდება და „ნაციონალური მოძრაობის" წევრთა განცხადებების იდენტურია.


„ბურჭულაძის გუნდი საკმაოდ ეკლექტურია. მე მოვუსმინე მისი გუნდის რამდენიმე წარმომადგენლის განცხადებებს და ერთადერთი, რაც დავინახე, ეს არის ძალიან მწვავე და დაუსაბუთებელი კრიტიკა, საქართველოს ყველანაირი მიღწევის დაუნახაობა. არანაირად არ გამოირჩევა პაატა ბურჭულაძის თანაგუნდელების განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებებისგან. თავად პაატა ბურჭულაძესთვის არ მომისმენია, ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ საერთო მეგობრები გვყავს, გამარჯობითაც ვიცნობთ ერთმანეთს, როგორი პოლიტიკოსი იქნება ის, ჯერჯერობით არანაირი სურათი არ ჩანს", - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

წყარო: გაზეთი „პრაიმტაიმი"

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016