ნოდარ ნათაძემ ღირსების ორდენი პრეზიდენტს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ განმარტებებს ნათაძე ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილთან აკეთებს.
ინტერვიუ 2015 წლის 11 დეკემბერით თარიღდება.
„ეს ექსკლუზიური ვიდეოინტერვიუ "ობიექტივში" ჩავწერე, 2015 წლის 11 დეკემბერს და ბატონი ნდოარის თხოვნით ამ წუთამდე არ გამომიქვეყნებია. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ღირსების ორდენი 2015 წლის 7 დეკემბერს დაუბრუნა უკან, მაგრამ ამის შესახებ ხმამაღლა არავის არაფერი უთქვამს."- აღნიშნავს მიქიაშვილი.
ნოდარ ნათაძის განმარტებით, ღირსების ორდენი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გადასცა, მას ჟანრობრივად არ შეეფერება.
„ღირსების ორდენი ჟანრობრივად არ მეკუთვნოდა. ეს იყო განსაზღვრული როგორც მონაწილეებისათვის ქართული პარლამენტის უდიდეს წარმატებებში.
პირადად მე მერგო ბედნიერება ოთხ ბრწყინვალე აქტში მიმეღო მონაწილოება. 90 წლის 9 მარტს, მაშინდელმა უზენაესმა საკანონმდებლო ორგანომ, ჩემი მონაწილეობით მიიღო დადგენილება, რომ საქართველო არის დაპყრობილი და ფაქტობრივად ანექსირებული ქვეყანა, ანუ პირველი იურიდიული ბზარი შეიტანა საბჭოთა კანონმდებლობის სისტემაში. შემდეგ გავაუქმეთ ყოვლდ უკანონო სამხრეთ ოსეთი, რომლის შექმნის დღიდან ყველა იურიდიული აქტი იყო არალეგიტიმური. მივიღე მონაწილოება 31 მარტის რეფერენდუმის დანიშნვაში და ბოლოს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცადებაში. ეს ჩემი ბედნიერებაა, რომელიც ღმერთმა მარგუნა, მაგრამ პარლამენტის მუშაობა არის გუნდური მუშაობა, არის ისტორიული მემკვიდრეობა, ამიტრომ ეს 25 წელი, რომლის დროის რაღაცა მონაკვეთში ვმონაწილოებდი, ჯამურდ ფასდება უარყოფითად. საქართველოს პარლამენტმა საერთო ჯამში ვერ გაუწია კანონდებლობითი მომსახურეობა საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს.
მხედველობაში მაქვს ის, რომ ჩვენ რუსულმა კომუნისტურმა იმპერიამ დაგვიტოვა რამდნეიმე უმძიმესი კაბალური იურიდიული ვითარება. უკვე საბჭოთა კავშირმა დათმო ჩვენი ტერიტორიები და აჩუქა თურქეთს. შემდეგ ეს არის ყარსის ხელშეკრულება, მიწების ჩუქება აზერბაიჯანისთვის, აზერბაიჯანს უზარმაზარი ტერიტორია აჩუქეს, მიწის ჩუქება სომხეთისთვის, სოხუმის წაღება რუსეთის მიერ და საქართველოში უცხო ქვეყნის ერთეულის- ოსეთის შექნა, რაც აბსურდი იყო. საქართველოს პარლამენტის პირველი მოვალეობა არის დეტალური იურიდიული გაანალიზება და კანონმდებლობითი ფორმით ამის დაფიქსირება. არ ვფიქრობ, რომ საქართველოს დღეს შეუძლია ოფიციალურად გამოაცხადოს პრეტენზიები ტერიტორიებზე, ეს შეუძლებელია, მაგრამ ეს ისტორიის სასწორი ბევრჯერ გაქანავდება, ტერიტორიული პრობლემები იქნება და ჩვენ უნდა გვქონდეს მზაობა იმის, რომ ჩვენი ტერიტორია რაც არის, ჩვენია! საქართელო არის მაქსიმალურად დაზარალებული სახელმწიფო, თან უკანონოდ!"- განაცხადა ნათაძემ.