reportiori.ge - დიმიტრი ლორთქიფანიძე: პატრიარქის პოზიცია, ელისაშვილისთვის პირობით რეფლექსად იქცა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 10:03
საზოგადოება
დიმიტრი ლორთქიფანიძე: პატრიარქის პოზიცია, ელისაშვილისთვის პირობით რეფლექსად იქცა...
ავტორი:
14 დეკემბერი, 2015. 22:09


უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებას აფასებს. როგორც ლორთქიფანიძე აღნიშნავს, ელისაშვილის განცხადებები სერიოზულ ბრალდებებს უკავშირდება, ამის არ დამტკიცების შემთხვევაში კი, პროკურატურას სხვა სახის გამოძიების ჩატარება მოუწევს.


„პატრიარქის პოზიცია, რომ მას მონაწილეობა მიეღო შეწყალების პროცესებში, ელისაშვილისთვის პირობით რეფლექსად იქცა. როგორც თავად ელისაშვილი ამბობს, მისი სკანდალური განცხადების საფუძველი, პატრიარქის პოზიციის მიმართ პოლიტიკოსთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები გახდა. პროკურატურისთვის შეტყობინების ოქმი არ შემდგარა და მტკიცების ტვირთი დღეს ვისზეა?! მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, კანონში სანქციაა გათვალისწინებული. ასე უაპელაციო ბრალდებები როგორ შეიძლება?! საქმე აღარ გვაქვს პიროვნული დისკრედიტაციისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვასთან. ეს არის სერიოზული ბრალდება, რომლის ვერდამტკიცების შემთხვევაში, პროკურატურა ვალდებულია, საქმის წარმოება ყველა იმ გარემოების გათვალისწინებით დაიწყოს, რამაც ელისაშვილი და მის უკან მდგომი პირები აიძულა, ამ მოქმედებებზე წასულიყვნენ." - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ გადაცემაში „2030."


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016