„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის თავმჯდომარის ლევან ვასაძის განცხადებით არსებობს რიგი საკითხები, რაზეც საქართველომ არასამთავრობოებთან მუშაობაზე უარი უნდა თქვას.
როგორც ვასაძემ „ქართული არხის" გადაცემა „სინერგია-ში" განაცხადა, არასამთავრობიების გარკვეული ნაწილი ქვეყნის მორალურ მხარეში უხეშად ერევა.
„გავიგე თვითმფრინავის კეთების ტექნოლოგია რატომ უნდა გადმოვიღო შენგან. შეგიძლია აჭარული ხაჭაპურის კეთება მასწავლო მე? შენ შენ მამაძაღლო, რომ მოდხარ და განათლების სამინისტროში შენი ჭინკა არასამთავრობოებით მინერგავ რაღაც საგნებს, როგორ გავზარდო ბავშვები, რა კომპეტენცია გაგაჩნია? შენს თავს შეხედე და სარკეში ჩაიხედე. ეს არის ის, რასაც მე ვეძახი სელექტიურ ვესტრნიზაციას, ანუ გამორჩევით გადასავლეთელებას. არის რაღაცეები, რასაც ტაბუ უნდა დავადოთ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ დონეზეც. ვთქვათ, რომ ამაში მაგრები ხართ და გვინდა ვიყოთ თქვენი შეგირდები. პატარა ბალღები ხომ არ ვართ? ერთი ორი წიგნი ხომ ჩვენს წაგვიკითხიავს? არის სფეროები, სადაც დასავლეთი უნდა იყოს პერსონა ნონ-გრადათ, პირველ რიგში რაც შეეხება მორალსა და ზენობას."- განაცხადა ვასაძემ.