გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებებს ეხმაურება.
„ელისაშვილი პოლიტპატიმრებს მიმართავსო, წავიკითხე.
არ შეიძლება, ვინმემ ამის დედას მიმართოს, რომ დააოკოს თავის ავანტიურისტი შვილი?
ასე იწყებიდა მიშაც! თუმცა, მიშა ვირტუოზია ამ აქუ-ჯანგის ჭიასთან. ისე, ვინ იცის? თითქოს, აზრი რომ მოეკითხება, იმ ხალხიდანაც ზოგიერთი კმაყოფილებას ვერ მალავს. სხვათაშორის, ეს იგივე ხალხია, თავის დროზე სახურავებზე მორბენალი სააკაშვილით რომ იყვნენ აღფრთოვანებულები და მერე თავში ხელებს იცემდნენ. მოკლედ, დიდი ბოდიში და ვაი, თქვენს პატრონს!!!
P.S. ახლა მე ვიტყვი, რომ ელისაშვილმა დიდი ფული აიღო სააკაშვილისგან და მიყაროს აგერ კაკალი." - აღნიშნავს რუსუდან შარაძე.
ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით პოლიტპატიმართა სიების შედგენისას კონკრეტული პირები დიდი ფულს აკეთებდნენ. აღნიშნულ განცხადებებთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დიწყო.