reportiori.ge - ლევან ვასაძე: სააკაშვილის მმართველობის ცხრა წელი კარგი ილუსტრაციაა იმისა, თუ რა გველოდება ასე გაგრძელების შემთხვევაში!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 10:05
საზოგადოება
ლევან ვასაძე: სააკაშვილის მმართველობის ცხრა წელი კარგი ილუსტრაციაა იმისა, თუ რა გველოდება ასე გაგრძელების შემთხვევაში!
ავტორი:
15 დეკემბერი, 2015. 01:45


„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის თავმჯდომარის ლევან ვასაძის განცხადებით საქართველოს რეგიონში ცენტრად ყოფნის დიდი პოტენციალი აქვს. ვასაძე საზოგადოების ნაწილის განწყობას აფასებს და აღნიშნავს, რომ ძირითადად საქმე ერთ მოდელთან გვაქვს, რაც რომელიმე ქვეყნის მფარველობის ქვეშ  ყოფნას გულისხმობს.


 „პირველი კითხვა, რომელიც თითოეულმა ადამიანმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს, აგერ საბჭოთა კავშირის დანგრევიდან მეოთხედი გავიდა, არის ის, თუ რა გვინდა ჩვენ? თუ ჩვენ გვინდოდა ერთი ბატონის ქვეშიდან გამოსვლა და მეორე ბატონის ქვეშ შესვლა, თუ ჩვენ არ ვეძიებთ თავისუფლებას, არ ვეძიებთ დამოუკიდებლობას, მაშინ ეს არის ერთი რეჟიმი და ერთი მოდელი. ამ მოდელში ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ბატონი ცუდად გვაჭმევდა, ის ბატონი უკეთ გვაჭმევს და გვინდა იმ ბატონის ქვეშ ვიყოთ.

 

მეორე, ამისგან რადიკალურად განსხვავებული მსოფლომხედველობა სახელმწიფოებრივ აზროვნებასთან დაკავშირბით, რომლის აპოლოგეტიც მე გახლავართ, არის საქართველოს დამოუკიდებლობის ძიება. ეს არ ნიშნავს მიამიტ, არარეალისტურ მოლოდინებს, რომ ჩვენისთანა პატარა ქვეყანას შეუძლია იყოს მთლად დამოუკიდებელი და არავის ანგარიში არ გაუწიოს, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის ფუნდამენტალურად განსხვავებული მსოფლხედვა. მე მინდა, რომ ჩემი უძველესი სახელმწიფოებრიობა აღდგეს, გაუწიოს ანგარიში, იყოს კეთილმეზობელი ყველა იმ სუპერძალასთან, რომელთანაც იბრძვის, მაგრამ ჩემი ხერხემალი- ჩემი ხერხემლია, ჩემი ტრადიცია- ჩემი ტრადიციაა და ჩემი მიზნები არის არა რაიმე გაერთიანებაში გაწევრიანება, არამედ ყოფნა იმ ღვთით ბოძებულ რეგიონში ცენტრად, რომელშიც მე ღმერთა ოდითგანვე დამადგინა."- განაცხადა ვასაძემ ტელეკომპანია „ქართული არხის" გადაცემაში „სინერგია."

„ის ცხრა წელი, მოდი დეკადა დავარქვათ, სააკაშვილის მმართველობისა, არის ძალიან კარგი ილუსტრცია იმისა, რაც ჩვენ გველოდება თუ ასე გავაგრძელებთ. ჩემთვის პირადადად არანაირი იდეოლოგიური განსხვავება სერგო ორჯონიკიძესა და დასავლეთის პირზე დუჟ მომდგარ  აპოლოგეტებს შორის არ არის. ვიცი, რომ ეს ორივე „იზმი" ერთი იდეოლოგიური ცენტრიდან არის წარმოშობილი და მათი მოქმედების მეთოდები ერთი და იგივეა."- განაცხადა ვასაძემ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016