reportiori.ge - ლევან მამალაძე: იმედი მაქვს, ირაკლი შოთაძე დროულად მოახდენს რეაგირებას ჩემს მიმართვაზე!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 10:14
საზოგადოება
ლევან მამალაძე: იმედი მაქვს, ირაკლი შოთაძე დროულად მოახდენს რეაგირებას ჩემს მიმართვაზე!
ავტორი:
15 დეკემბერი, 2015. 02:25


ქვემო ქართლის ყოფილი რწმუნებული ლევან მამალაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს სადაც აღნიშნავს, რომ ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებებმა პოლიტპატიმართა სიების შედგენის შესახებ, მისი გარკვეული ეჭვები დაადასტურა.


„რეპორტიორი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

„ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებამ დაადასტურა ჩემი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაში გადაწყვეტილების მიღება პოლიტიკური და კორუფციული მოტივაციით ხდებოდა. 2012 წლის ოქტომბერში , „ბესელიას" კომისიაში, ჰელსინკის კავშირის პოლიტ პატიმართა და პოლიტ დევნილთა სია შევიდა, სადაც მე როგორც პოლიტ დევნილი ვიყავი დაფიქსირებული.

ჩემმა ადვოკატმა ქალბატონმა ლალი აფციაურმა ყველა საჭირო საბუთი წარუდგინა კომისიას. 2012 წლის ნოემბერში კომისიის სხდომას ჩემი მეუღლე ესწრებოდა და რაიმე პრეტენზია არ გამოკვეთილა. გაირკვა, რომ საკითხების რეალური განხილვა იქ არ მიმდინარეობდა, გადაწყვერილების მიღება პირადი განწყობილებით, ზემოდან დავალებეთ და ანგარებით ხდებოდა. ასეთი მინიშნებები არაერთხელ გაკეთებულა. ამიტომ, გაზეთებისა და ტელევიზიის საშუალებით ღიად დავაფიქსირე, რომ სააკაშვილმა პირადი ანგარიშწორებისთვის გამივრცელა ჭორები, განახორციელა რეპრესიები ჩემზე და ჩემს ოჯახზე, რასაც შეეწირა ჩემი ბიძის და მამის სიცოცხლე და ოქროს ზოდებსა თუ ბეგემოტებზე ჭორებს აყოლილ თანამდებონის პრებთან გარიგებას ან რაიმე მორიგებას, არ ვაპირებდი. როცა მათ სარგებლის პერსპექტივა ვერ დაინახეს, თინა ხიდაშელის ზეგავლენით ამომიღეს პოლიტ-პარიმართა და პოლიტ-დევნილთა საპარლამენტო სიიდან. 34 პარლამენტარმა ხელი მოაწერა, ჩემი როგორც პოლიტ დევნილის საკითხის გადაწყვეტას. პარლამენტართა მიმართვა, ბატონმა გოგი ქავთარაძემ პირადად გადასცა ეკა ბესელიას. ბესელიამ ეს ხელმოწერები კი შეგნებულად გააქრო!

 

2012 წლის 26 ნოემბერს , ადვოკატმა მამაუკა ნოზაძემ განცხადებით მიმართა საქრთველის მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს, რომ სააკაშვილის მიერ შეკვეთილი და პოლიტიკური მოტივაციით შექმნილი საქმე თავიდან გამოეძიათ. მიუხედავად იმის, რომ კბილაშვილი 2004 წელს ჩემი ადვოკატი იყო და კარგათ იცოდა როგორ კერავდა სააკშვილის პროკურატურა საქმეს, დამნაშავე გამომძიებლები თანამდებობაზე დატოვა, საქმეზე სამართლებრივ რეაგირებას შეუშინდა და არაფერი არ გააკეთა. სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაული ჩვენვე გამოვიძიეთ. მოკვლეული მასალებით და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით დაფიქსირებულია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და პროკურატურის მოქმედ და ყოფილ თანამშრომლების მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტები. 2015 წლის 24 აპრილს მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის სახელზე ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ შეიტანა განცხადება და სქელტანიანი თანდართული მასალა , თანამდებობის პირთა მხრიდან მძიმე დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. პროკურატურა კანონის თანახმად ვალდებული იყო , გამოკვეთილ დანაშაულზე დაუყონებლივ საქმე აღეძრა, მაგრამ ისევე პოლიტიკური მოტივაცია მოიმიზეზეს , ზემოდან თანხმობა გვჭირდებაო და არაფერი არ გააკეტეს. 2015 წლის სექტემბერში განცხადებით მივმართე მთავარ პროკურორ ბადაშვილს , რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად ჩადენილ დანაშაულზე აღეძრათ საქმე, მაგარამ . ხიდაშელის ჩარევამ სამართლებრივი რეაგირება შეაჩერა. პროკურატურამსარდალის ბრძანება" კანონზე მაღლა დააყენა.

 

ჩემი მთავარი თხოვნა პრეზიდენტ მარგველაშვილთან ის იყო, რომ შეწყალების საშუალებით, დავბრუნებულიყავი საქართველში და ღია სასამართლო გამემართა. 2015 წლის 20 თებერვალს განცხადებით მივმართე მარგველაშვილს, ხოლო 7 მარტს ჩემმა მომხრეებმა 1200 კაციანი მანიფესტაცია მოაწყეს პრეზიდენტის სასახლესთან, რათა მარგველაშვილს მხარდაჭერა ეგრძნო და განთავისუფლებულიყო სააკასვილის ზეგავლენისაგან. ორი თვის თავზე მე ტელეფონით დაუკავშირდი მარგველაშვილს და მოვთხოვე საკითხის შესწავლა და კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენება. მან მითხრა, რომამას მარტო პატიმრებზე ვიყენებ , შენი საქმე პოლიტიკურია და ვერ გავაკეთებო, სალაპარაკოდ არ გავხდიო ". მე მოვთხოვე , პოლიტიკური რომ არის საქმე იმიტომ მოგმართე მეთქი. მარგველაშვილმა საქართველოს კონსტიტუციას , სააკაშვილთან და ხიდაშელთან საჭირო ურთიერთობების შენარჩუნება ამჯობინა.

ბატონი ელისაშვილის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს მაღალი თანამდებობის პირთაგან პირადი გამორჩენის მიზნით ადამიანების ბედით მანიპულირებას , კორუფციული გარიგებებით იმის გადაწყვეტას , თუ ვინ უნდა იჯდეს ციხეში და ვინ იყოს თავისუფალი. ჩემი საკითხი ამის კონკრეტული მაგალითია. ეს პირები, ბიძინა ივანიშვილის ზუგს უკან ამოფარებულები სახელს უტეხენ მას და უფრო საშიშნი არიან ვიდრე სააკაშვილის ზონდერები.

 

27 წელია პოლიტიკურ საქმიანობას ვეწევი, 13 წელია პოლიტდევნილი ვარ, სამშობლოდან მოწყვეტილი, ჩემთან მიმართებაში კანონით მონიჭებული უფლემა არც ერთ შემთხვევაში არ განხორციელებულა! ყველას გასაგონად მინდა განვაცხადო , რომ სამართლიანობა უპირობოთ უნდა აღდგეს და არავისთან გარიგებში შესვლას არ ვაპირებ!

 

იმედს გამოვთქვამ, რომ ახლი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, დროულად მოახდენს რეაგირებას ჩვენს მიმართვაზე (ადვოკატ ლაშა შუკაკიძის განცხადება 2015 წლის 7 დეკემბერს შეტანილ იქნა მთავარ პროკურატურაში) გაანთავისუფლებს პროკურატურას პოლიტიკური ზეგავლენებისაგან, არავის მიეცემა საშუალება პოლიტიკური და კორუბციული გარიგებით დამალონ დანაშაული და გადაწყვიტონ ადამიანების ბედი!"- აღნიშნულია განცხადებაში. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016