7 დეკემბერს ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი, აკადემიკოსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი როინ მეტრეველი 76 წლის გახდა. ამ დღესთან დაკავშირებით ლექტორი ზაზა სიამაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „რეპორტიორი" გთავაზობთ:
„ჩემი" რექტორის დღეობაა დღეს... იმ დღიდან ამ დღემდე 31 წელი გასულა... საუკუნის მესამედზე მეტი... ძალიან ტრაგიკულ დღეებში გავიცანი... ჩემი მეგობრის, სწორედ იმ დღეებში დაღუპული კახა ჩხაიძის წასვლას რომ ვერ ვურიგდებოდით... ის კი კახა და გოგიტას გამწარებულ მშობლებს - იას და გურამს გვერდიდან არ შორდებოდა... ჩვენ, კახას მეგობრები ვსწავლობდით მისგან და მისი თაობის ადამიანებისგან როგორ უნდა დაივიწყო პირადული, როცა საქმე მეგობარს, ძმაკაცს ეხება... გავა წლები და ზოგიერთი კაცუნა თუ ნაკაცარი, ადამიანს მიმსგავსებული ბიოწარმონაქმნი ამას ცოდვად და დანაშულად ჩაუთვლიან ჩემს რექტორს... მერე რა, ის როინ მეტრეველია! არასდროს მას არ გაუყადრებია თავი ასეთი ნამცეცა ცახესებისთის!!! არ ეცალა, არც უნდა მოეცალა, რადგან ის უნივერსიტეტს უვლიდა 24 საათის განმავლობაში...
ჩემი ბინის ფანჯრებიდან კარგად ჩანს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ის შესასვლელი, რომლითაც სარგებლობდა რექტორი... ამიტომ კარგად ვხედავდი რა დროს გადიოდა... სხვათაშორის, მის მერეც ვხედავდი ზოგიერთებს - ლამის შესული უკვე გამოსული იყო... აბა რა, სხვა საქმეებით იყვნენ დაკავებულები... თუმცა, ახლა სულ არ ვაპირებ მათ პატივი მივაგო და ამ წერილში მოვიხსენიო... 1991 წელს დანიშნა იმდროინდელმა პრეზიდენტმა... მაგრამ როინ მეტრეველი ის კაცი იყო ვინმეს ეთქვა - დანიშნულიო?! ამიტომ პირველად უნივერსიტეტის ისტორიაში თავად დანიშნა რექტორის არჩევნები და უნივერსიტეტმაც დიდი ნდობა გამოუცხადა... რეალურად არც იყო სხვა კანდიდატი...
როგორ არ ვიყო ამაყი, როცა მის უმცროს მეგობრად ვთვლი თავს... სად აღარ მიმუშავია, მაგრამ ის მაინც ჩემს უცვლელ რექტორად რჩება... შეიძლება ითქვას, რომ მან, ჩემმა კიდევ ერთმა უფროსმა მეგობარმა - ნუგზარ ფოფხაძემ, ერთ დღეს დავტოვეთ უნივერსიტეტი... ამ გადასახედიდან, - კიდევ კარგი, რომ დავტოვე... „სხვა ხალხის ისმოდა იქ ჟრიამული" - ჭილ-ყვავების და ქონდრისკაცების... მადლობა მას, რომ კიდევ ერთელ მიჩვენა გზა, მაგრამ ეს იყო არა ტაძრისკენ, არამედ ტაძრიდან... ალბათ, ესეც უნდა იცოდე - რა გზით უნდა იარო ტაძრიდან გასულმა... გმადლობ, ჩემო რექტორო და უფროსო მეგობარო!!!", - წერს სიამაშვილი.