რუსეთ-თურქეთს შორის დაპირისპირების მოკლე დროში მოგვარების მოლოდინი აქვს ყოფილ პარლამენტარს ნოდარ ნათაძეს. ორ ქვეყანას შორის დღეს არსებულ ურთიერთობაზე ნათაძე „კვირის ქრონიკას" ესაუბრა:
„თურქეთს ევროპაში ყველაზე დიდი, 600 000-იანი ჯარი ჰყავს, მაგრამ მისი ეკონომიკა ძალიან არის დამოკიდებული რუსულ ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი NATO-ს წევრიa, მაინც რუსეთის გადაბმული ძმაა. ეგენი უმოკლეს დროში შერიგდებიან, ცალ-ცალკე ვერაფერს ვერ მოიგებენ. ჩენ რომ ვვარგოდეთ, ახლა შეგვიძლია მოვიგოთ ყველა თამაში. შეგვიძლია აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორია. უნდა ვაიძულოთ მოკავშირეები, რომ გვაღიარონ დამოუკიდებელ ძალად, რომელსაც ხელში უჭირავს კავკასიის გასაღები. როდესაც გეუბნებიან, მომეციო, იმის თავი უნდა გქონდეს, რომ უთხრა: მოიცა, შენ რას მაძლევ სამაგიეროდ? ამის თქმას ერთი ადგილი უნდა, ან ორი ადგილი. თუ ერთი ან მეორე გაკლია, ვერ იტყვი", - განაცხადა ნათაძემ.
წყარო: გაზეთი „კვირის ქრონიკა"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)