reportiori.ge - დღეს თბილისის ქუჩებში საახალწლო ილუმინაციები აინთება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 09:58
საზოგადოება
დღეს თბილისის ქუჩებში საახალწლო ილუმინაციები აინთება
ავტორი:
15 დეკემბერი, 2015. 12:17



დღეს თბილისის ქუჩებში საახალწლო ილუმინაციები აინთება - თბილისის მერიის გადაწყვეტილებით წელს ცენტრალური ქუჩები - რუსთაველის გამზირი, მელიქიშვილის ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი და კოსტავას ქუჩა სრულად ახალი დიზაინით და ილუმინაციებით მოირთო. 


„უკვე არსებული ილუმინაციები კი, რომელთა აღდგენაც მოხდა,  ქალაქის სხვადასხვა უბნებში გადანაწილდა.

 

ასევე, ახალი ნაძვის ხით ხვდება საქართველოს დედაქალაქი ახალ 2016 წელს.

 

22 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაიდგა, წითელი და ოქროსფერი ბურთებით, ბაფთებითა  და ილუმინაციებით არის მორთული.

 

ნაძვის ხის ანთება უკვე ტრადიციად იქცა, წელს დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე  19 დეკემბერს საზეიმოდ აინთება.

 

საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების, ახალი ნაძვისხისა და მისი მორთულობის შესყიდვის მიზნით, თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.

 

საახალწლო ილუმინაციების ტენდერში  კომპანია - შპს "ნუკო+"-მა გაიმარჯვა და ღირებულება 748 000 ლარით განისაზღვრა. საახალწლო ნაძვისხის ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯეო სტრიმი" გახდა და ღირებულებამ 175 573 ლარი შეადგინა, ხოლო თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის მონუმენტის განათებისა და მორთვის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის  „გმმ ჯგუფის" მომსახურება 33 990 ლარის ოდენობით განისაზღვრა", - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016