reportiori.ge - „საავადმყოფოების რეკონსტრუქცია დროულია და სამინისტროსა და საპარტნიორო ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერს მივესალმები“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 10:43
საზოგადოება
„საავადმყოფოების რეკონსტრუქცია დროულია და სამინისტროსა და საპარტნიორო ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერს მივესალმები“
ავტორი:
15 დეკემბერი, 2015. 13:20



საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და საპარტნიორო ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერის პირველი ტური დასრულდა. მეორე ტურში გადასულია მხოლოდ ერთი, ავსტრიული კომპანია „ალფამედი". აღნიშნული ტენდერი შეეხება ბავშვთა ინფექციურ, რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ყოფილ ონკოლოგიურ ცენტრს, რომელიც ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით შენობების რემონტს, რეკონსტრუქციას, მშენებლობას და უახლესი აპარატურით აღჭურვას ითვალისწინებს. ამასთანავე,  პერსონალის გადამზადება და ატესტაცია პერსონალის განვითარების შესაბამისი პროგრამის მიხედვით მოხდება.


ტენდერის მოსალოდნელი შედეგებზე ჯანმრთელობის კვლევის კავშირის ჯანდაცვის სისტემებისა და დაფინანსებების სპეციალისტმა ლელა სერებრიაკოვამ ისაუბრა:

 

„ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს, რესპუბლიკური საავადმყოფოსა და ონკოლოგიური ცენტრის რეკონსტრუქცია დროული კი არა, დაგვიანებულიც არის. ტენდერის შესაბამისად,  უნდა მოხდეს როგორც ტექნიკური გადაიარაღება, ისე მედპერსონალის გადამზადება. სერვისების გაუმჯობესებამ ლოგიკურია,  უნდა გაზარდოს პაციენტების მომსახურების ხარისხი და მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოება. უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანი რომ მივა კონკრეტულ კლინიკაში, იქიდან შინ კმაყოფილი და გამოჯანმრთელებული დაბრუნდება. ჯანდაცვის სამინისტროს მიზანი სწორედ ეს არის. იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ფუნქციონირებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, სწორედ აღნიშნული პროგრამის ფარგლებშიც შეეძლებათ პაცენტებს  ამ სამ კლინიკაში მომსახურების მიღება. იმედია, მომსახურება იქნება მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი. მთავარია, მომსახურების ფასები ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად რადიკალურად არ გაიზარდოს, რაც პაციენტების ჯიბეს ნამდვილად მძიმედ დააწვება. ცვლილებები ნამდვილად საჭიროა და მივესალმები სამინისტროსა და საპარტნიორო ფონდის მიერ გამოცხადებულო ტენდერს", - განაცხადა სერებრიაკოვამ.






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016