reportiori.ge - სად გაქრა თეატრალური უნივერსიტეტიდან 1 მილიონი ლარი? - მარინა მიქაუტაძე კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 10:48
საზოგადოება
სად გაქრა თეატრალური უნივერსიტეტიდან 1 მილიონი ლარი? - მარინა მიქაუტაძე კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს
ავტორი:
15 დეკემბერი, 2015. 14:58


 

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორ-მასწავლებელთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი მარინა მიქაუტაძე საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ ვითარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ უნივერსიტეტში 2007 წლიდან დღემდე 5 000 ყალბი დიპლომია გაცემული. ამის შესახებ მიქაუტაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აქვე დასძინა, რომ სახელმწიფოს მხრიდან უნივერსიტეტისთვის სხვადასხვა პროექტებზე გამოყოფილი თანხები, კერძოდ 1 მლნ ლარი, უკვალოდ არის გამქრალი.

 

„თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში 2007 წლიდან დღემდე გაცემულია 5 000 ყალბი დიპლომი. ეს დიპლომები გაცემულია გოგი მარგველაშვილის რექტორობის პერიოდში. ამის შესახებ პროფესორ-მასწავლებელთა საინიციატივო ჯგუფმა ჩვენება მივეცით ქალაქ თბილისის პროკურატურაში, მაგრამ საქმე მარგველაშვილის მთავარი ლობისტის - მანანა ბერიკაშვილის წყალობითაა გაჩერებული. მესამე წელი სრულდება, რაც საქმე გაჩერებულია მხოლოდ იმიტომ, რომ მანანა ბერიკაშვილს ასე სურს.

 

2014 წლის მაისში კულტურის სამინისტრომ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს ნახევარი მილიონი ლარი ჩაურიცხა. ეს თანხა კინოს ფაკულტეტის განვითარებისთვის იყო განკუთვნილი. კერძოდ, ფაკულტეტის სასწავლო სტუდია უნდა აღჭურვილიყო თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. რამდენიმე თვეში ეს თანხა ისე გაქრა, რომ 5 თეთრიც კი არ მოხმარებია არათუ ფაკულტეტს, არამედ ზოგადად უნივერსიტეტს. ეს თანხა ჩაირიცხა კულტურის სამინისტროდან და სახელოვნებო სფეროს კულტურის სამინისტროში ხელმძღვანელობს ქალბატონი მანანა ბერიკაშვილი.

 

2013-2014 წლებში, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, მივაღწიეთ, რომ კულტურის სამინისტროს აუდიტი შევიდა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. აუდიტს უნდა შეესწავლა ის კონკრეტული საკითხები, რაზეც ჩვენ მივმართეთ. მაგრამ, 12 საკითხიდან დარღვევების 8 საკითხი საერთოდ არ შეისწავლა აუდიტის სამსახურმა. 4 საკითხი შეისწავლეს ზერელედ და აქედან მხოლოდ ერთზე დაწერეს დარღვევის დასკვნა. ეს დარღვევა გახლავთ ენციკლოპედიის საქმე. 2008 წლიდან 2013 წლის ჩათვლით ვასილ კიკნაძეს უნდა გამოეცა ქართული თეატრის ხელოვნების ენციკლოპედია, სამ ტომად. თითო ტომი 2 წელიწადში ერთხელ უნდა გამოსულიყო. ამისათვის კულტურის სამინისტროსგან გამოყოფილი იყო ნახევარი მილიონი ლარი. დღემდე საქმე შეუსრულებელია.

 

უამრავი წერილი მივწერეთ კულტურის მინისტრს და ვითხოვთ მასთან შეხვედრას, თუმცა უშედეგოდ", - განაცხადა მარინა მიქაუტაძემ.

 

მიქაუტაძე აქვე იმ ადამიანების ვინაობას ასახელებს, რომლებიც, მისი თქმით, თაღლითობის, კორუფციისა და ნეპოტიზმის ფაქტებში არიან გარეული.


1. მანანა ბერიკაშვილი - კულტურის მინისტრის მოადგილე, თეატრალური უნივერსიტეტის პედაგოგი, ასოცირებული პროფესორი. გოგი მარგველაშვილის მთავარი ლობისტი;

2. ალექსანდრე ქანთარია - პარლამენტის წევრი, თეატრალური უნივერსტეტის პედაგოგი, აკადემიური საბჭოს წევრი, სრული პროფესორი;

3. ალექსანდრე ქანთარიას შვილი, გიორგი ქანთარია - თეატრალური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

4. თამარ ვეფხვაძე - კულტურის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილის დედა, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი;

5. მარინა ხარატიშვილი - კულტურის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილის მამიდა, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის დეკანი 2007-2014 წწ. ასოცირებული პროფესორი (ყოფილი რაიკომის მდივანი);

6. ვასილ კიკნაძე - ბერიკაშვილების არაოფიციალური ოჯახის წევრი, „რუხი კარდინალი", თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ყოფილი პრორექტორი, ამჟამად სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი.

7. ვასილ კიკნაძის შვილი მაია კიკნაძე - თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;


8. ვასილ კიკნაძის ძმისშვილი ეკატერინე კიკნაძე - თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის არქივის ხელმძღვანელი.

ვასილ კიკნაძის ნათლულები: დათო ჯანელიძე, მისი მეუღლე მაკა ვასაძე, გიორგი შალუტაშვილი და მისი და ნინო შალუტაშვილი.

9. დათო ჯანელიძე - თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოფაკულტეტის დეკანი 2007-2014 წწ. ამჟამად უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე, ასოცირებული პროფესორი;

10. დათო ჯანელიძის მეუღლე მაკა ვასაძე - თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის გამომცემლობა „კენტავრის" დირექტორი.

11. მაკა ვასაძის ძმა გიორგი ვასაძე - თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტამბის გამგე;

12. გიორგი შალუტაშვილი - თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პედაგოგი, წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე 2012-2014 წწ. ამჟამად დრამის ფაკულტეტის დეკანი.

13. გიორგი შალუტაშვილის და ნინო შალუტაშვილი - თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მთავარი ბუღალტერი;

14. თამილა ქამუშაძე - (ასევე ბერიკაშვილების არაოფიციალური ოჯახის წევრი, ირმა და ნანა დოლიძეების დედა) თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მაგისტრატურა-დოქტორანტურის განყოფილების უფროსი;

15. ნანა დოლიძე - თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პედაგოგი, მუშაობს კულტურის სამინისტროში, კინოს დარგში (კულტურის სამინისტროში წაიყვანა მანანა ბერიკაშვილმა) ირმა დოლიძე - მუშაობს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოში, სადაც ასევე მანანა ბერიკაშვილმა მოაწყო), წლების განმავლობაში მუშაობდა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში;

16. ირინა თევდორაძე - საორგანიზაციო სამსახურის უფროსი, მისი ნათესავია გიორგი ფხაკაძე.

17. გიორგი ფხაკაძე - თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე და სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი;

18. გია ცქიტიშვილი - თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი (ვასილ კიკნაძის ფავორიტი), სრული პროფესორი.

19. გია ცქიტიშვილის მეუღლე ქეთევან ტრაპაიძე - თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

20. გივი ბასიაშვილი - თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მთავარი ბუღალტერი (ყოფილი) და მისი ქალიშვილი თამუნა ბასიაშვილი.

გივი ბასიაშვილი რექტორმა გოგი მარგველაშვილმა 2010 წ. შემცირებაში მოაყოლა და სამსახურიდან გაუშვა, ვინაიდან გივი ბასიაშვილმა რექტორი გ. მარგველაშვილი ამხილა, კორუფციაში. 2011-2012 წლებში გივი ბასიაშვილმა ორჯერ მისცა ჩვენება სისხლის სამართლის საქმაზე, სადაც აღნიშნული ფაქტები დაადასტურა. ამჟამად გივი ბასიაშვილზე რექტორ გოგი მარგველაშვილისა და მისი ლობისტების მხრიდან არის ზეწოლა, აშანტაჟებენ შვილის სამსახურიდან გათავისუფლებით, თუ ის სიმართლეს იტყვის.

21. თამუნა ბასიაშვილი - მუშაობს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის საორგანიზაციო განყოფილებაში (ირინე თევდორაძესთან);

22. ზაზა აბულაძე - თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კანცლერი, ადმინისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელი. იგი თეატრალურში თამარ ვეფხვაძემ მოიყვანა.

23.მიხეილ ჭაჭუკაშვილი შპს „ლოგიკის"  მეპატრონე, სადაც იბეჭდება თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოუსადეგარი - ყალბი დიპლომები.


თამარ ვეფხვაძის შვილი ლევან ხარატიშვილი ამჟამინდელი კულტურის მინისტრის მოადგილეა, კულტურის სამინისტროში წაიყვანა მანანა ბერიკაშვილმა 2013 წელს, მინისტრის აპარატის უფროსის თანამდებობაზე, ხოლო 2014 წლის აგვისტოდან ლევან ხარატიშვილი დაინიშნა მინისტრის მოადგილედ.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016