reportiori.ge - თამარ ხულორდავა „სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 07:06
საზოგადოება
თამარ ხულორდავა „სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო
ავტორი:
15 დეკემბერი, 2015. 15:02



სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის  პირველი  მოადგილე  თამარ ხულორდავა ევროკავშირის პროექტის ,,სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში"  შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო.


ღონისძიებას პროექტის  ბენეფიციარი უწყების წარმომადგენლები - იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, ადვოკატთა ასოციაციის  თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, ევროკავშირის ელჩის მოადგილე  საქართველოში კარლო ნატალე და   ,,სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში"  პროექტის ხელმძღვანელი რენატე ვინთერი ესწრებოდნენ.


შეხვედრაზე პროექტის ხელმძღვანელებმა და ბენეფიციარი უწყების წარმომადგენლებმა  გაწეული სამუშაოს ანგარიში წარმოადგინეს.


პროექტი მოსამართლეთა კორპუსის, პროკურატურის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის, კერძო და საჯარო ადვოკატურის მხარდაჭერას  ითვალისწინებდა.


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ ხულორდავას განცხადებით, პროექტის ფარგლებში  სამინისტრომ საერთაშორისო  სტანდარტებისა და მათი პრაქტიკაში დანერგვის კუთხით ბევრი  წარმატებული   ნაბიჯი გადადგა. 


თამარ ხულორდავამ  იმ რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ   ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში  განახორციელა.

 

„პროექტის მხარდაჭერითა და აქტიური თანამშრომლობით სამინისტრომ ბევრი წარმატებული ნაბიჯი გადადგა თანამედროვე, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული და ეფექტური სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის ჩამოყალიბებისკენ.  ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენი ამბიციური სამომავლო გეგმების განხორციელება  საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემას რეგიონში სამაგალითოს გახდის. პროექტმა ფასდაუდებელი დახმარება გაგვიწია საერთაშორისო სტანდარტებისა და მათი პრაქტიკაში დანერგვის კუთხით. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემის მომავალი სწორედ სასჯელის ინდივიდუალურ დაგეგმვაში,  მსჯავრდებულების  რისკის მიხედვით გადანაწილებასა და   მათი  რეაბილიტაცია/რესოციალიზაციის მხარდაჭერაშია", -განაცხადა ხულორდავამ და ევროკავშირს  პროექტის მხარდაჭერაში გაწეული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.


ღონისძიების მიმდინარეობისას, თამარ ხულორდავამ პროექტის ფარგლებში მომუშავე ექსპერტებს  სამახსოვრო სიგელებიც გადასცა.


პროექტის ,,სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში" ხელმძღვანელის რენატე ვინთერის თქმით, პროექტის ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი  ქვაკუთხედი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსია და მისი დანერგვით საქართველომ  წარმატებული ნაბიჯი გადადგა.


,,სამწლიანი პროექტის ფარგლებში საქართველოსთვის  მართლაც ბევრი რამ გაკეთდა. პროექტის ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი  ქვაკუთხედი სწორედ  ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი"იყო. შეიძლება ითქვას, რომ მისი დანერგვით  მთლიანად შეიცავლა სისხლის სამართლის სისტემა  და ეს არის მნიშვნელიოვანი წინსვლა საქართველოსთვის", - განაცხადა რენატე ვითერმა.


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და „Human Dynamics"-ის მიერ განხორციელებული პროექტი  ,,სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში" 2012 წელს დაიწყო და მუშაობას მიმდინარე წლის ბოლოს ასრულებს.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016