ე.წ. შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მთავარი პორკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, ასევე ვაკე-საბურთალოს პროკურორი ნიკა სანიკიძე და მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნათია სუხიაშვილი დაიკითხნენ.
ამ წუთებში კი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება ჟურნალისტი ელისო კილაძე.
ცნობილია, რომ შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადების საფუძველზე, რომელიც კონკრეტული პატიმრების შეწყალების მოთხოვნით ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლას შეეხება, პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. ელისაშვილის მტკიცებით, ერთი წლის წინ შესაბამისი ინფორმაცია მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძეს მიაწოდა, თუმცა გოგაძე აღნიშნულს არ ადასტურებს. არსებული ინფორმაციით, გოგაძის დაკითხვა სწორედ აღნიშნულს უკავშირდება. რაც შეეხება ნათია სუხიაშვილს, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მტკიცებით, მან გოგაძესთან შეხვედრას გაუწია ორგანიზება.