reportiori.ge - ეკა ბესელია: ელისაშვილი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს, თუ მან ბრალდება ვერ დაამტკიცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 17:08
პრეს-დაიჯესტი
ეკა ბესელია: ელისაშვილი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს, თუ მან ბრალდება ვერ დაამტკიცა
ავტორი:
15 დეკემბერი, 2015. 15:56

 

 

„პატიმართა შეწყალების თაობაზე აგორებული სკანდალი აშკარა პოლიტიკური კამპანიაა და პირადად მე, ამ ყველაფერს წინასაარჩევნო პერიოდის დადგომას ვუკავშირებ", - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ „ასავალ-დასავალს" განუცხადა. ეკა ბესელიას თქმით, ალეკო ელისაშვილს ასეთი მძიმე ბრალდებების გაჟღერებისთანავე პროკურატურისთვის შესაბამისი მტკიცებულებები უნდა მიეწოდებინა, თუმცა, იგი ტელეკამერების წინ განცხადებებით შემოიფარგლა.


„არც კი აპირებდა, საგამოძიებო უწყებისთვის მიემართა, მაგრამ პროკურატურამ სწორი და მყისიერი რეაგირება მოახდინა და ელისაშვილი დაკითხვაზე დაიბარა... თუ მართლა ჰქონდა ადგილი კორუფციულ დანაშაულს, რაზეც ბატონი ელისაშვილი ლაპარაკობს, მაშინ ყველა დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს, მაგრამ თუ ასეთი დანაშაული არ დადასტურდება, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს ბატონი ელისაშვილი", - განაცხადა ბესელიამ.



წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი"


(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016