reportiori.ge - ანასტასია ზაუტაშვილი: ელისაშვილმა თავად მითხრა, რომ შეწყალების კომისიაში განცხადება შემეტანა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 17:18
სამართალი
ანასტასია ზაუტაშვილი: ელისაშვილმა თავად მითხრა, რომ შეწყალების კომისიაში განცხადება შემეტანა
ავტორი:
15 დეკემბერი, 2015. 18:04


ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილი შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით პირველ საჯარო განცხადებას აკეთებს. ადვოკატის მეშვეობით, ზაუტაშვილი ჟურნალისტებს ტელეფონით ესაუბრა და განაცხადა, რომ მას არანაირი თანხა არავისთვის არ მიუცია. ზაუტაშვილი ელისაშვილისა და ქორიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ზღაპარს უწოდებს.


„არასოდეს მითხოვია შეწყალება. ყოველთვის ვითხოვდი გამართლებას. პროკურატურა ჩემს საქმეს გადახედავს და თვითონ გამამართლებს. როდესაც ალეკო ელისაშვილი გახდა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, იგი შემოსული იყო ციხეში. ამას ესწრებოდნენ სხვა მსჯავრდებულებიც. მან თქვა, რომ ჩემს საქმეს იცნობს და მითხრა, რომ ადვოკატებს მიეტანათ კომისიაში განცხადება, რომ უდანაშაულო ვარ, რის შემდეგაც პრეზიდენტს თვითონ შეუტანდა ჩემს საქმეს. სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე, შეწყალების შესახებ განცხადება დამეწერა და ამის შემდეგ მოვიკითხე მანანა კობახიძესთან ჩემი საქმე. მანამდე შეწყალება არ მითხოვია. ვითხოვდი გამართლებას", - განაცხადა ზაუტაშვილმა.


მისი თქმით, იგი უკანონო პატიმარია და მხოლოდ იმიტომ ზის ციხეში, რომ იძულების მიუხედავად, წარდგენილი ბრალდება არ აღიარა.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016