reportiori.ge - საბურთალოს რაიონის გამგებელმა 15 თვის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 07:26
საზოგადოება
საბურთალოს რაიონის გამგებელმა 15 თვის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ავტორი:
15 დეკემბერი, 2015. 20:37


საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ 2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის ბოლომდე გამგეობის მუშაობის ანგარიში წარადგინა.


ანგარიშის მიხედვით, საბურთალოს რაიონში გზის კეთილმოწყობის სამუშაოები 164 ობიექტზე ჩატარდა . აღნიშნულ პროექტებზე 5 600 000 ლარი დაიხარჯა; მოეწყო 27 საყრდენი კედელი და შესაბამისად, თავიდან იქნა აცილებული მნიშვნელოვანი ზარალი. 2 731 934 ლარის ღირებულების სოციალური დახმარება გაეწია 10 669 მოქალაქეს. კეთილმოეწყო 5 უფასო სასადილო, რომელიც 1645 ბენეფიციარს ემსახურება; 4 044 505 ლარით დაფინანსდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების 585 პროექტი.


ბექა მიქაუტაძემ გამგეობის მუშაობის გამჭვირვალობასა და მის საქმიანობაში საზოგადოებრივი საბჭოების ჩართულობაზეც ისაუბრა. ასევე, შეეხო სამომავლო გეგმებს.


მისი თქმით, განხორციელებული პროექტების მასშტაბურობის მიუხედავად, ბევრი გამოწვევა რჩება და გამგეობა მომავალი წლიდან კიდევ უფრო აქტიურად იმუშავებს რაიონის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე.


დავით ნარმანიას თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში, საბურთალოს რაიონის გამგეობა ძალიან აქტიურად მუშაობდა.


შედეგიც სახეზეა: გაკეთდა შიდა კვარტალური გზები, მოწესრიგდა საერთო სარგებლობის ეზოები, ბავშვთა სათამაშო მოედნები. 13 - 14 ივნისის სტიქიის შემდეგ გამგეობის ნაწილობრივი ჩართულობით, განხორციელდა აღდგენითი სამუშაოები. მნიშვნელოვანია ის, რომ გამგეობის საქმიანობაში საზოგადოებაა ჩართული და გამგეობაში არსებობს სათათბირო საბჭო, სადაც გადაწყვეტილების მიღებამდე, განიხილება ესა თუ ის საკითხი. ანგარიშსაც ვაბარებთ ხალხს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


ანგარიშის წარდგენას საბურთალოს რაიონის მაცხოვრებლები, საზოგადოებრივი საბჭოების წარმომადგენლები, თბილისის მთავრობისა და დედაქალაქის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016