reportiori.ge - ლევან მურუსიძე: სულხან მოლაშვილის საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილება მივიღე!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 17:19
სამართალი
ლევან მურუსიძე: სულხან მოლაშვილის საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილება მივიღე!
ავტორი:
15 დეკემბერი, 2015. 21:43



იუსტიციის საბჭოს წევრმა დღეს  კითხვები სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ლევან მურუსიძეს მის მიერ წარსულში განხილულ რამდენიმე გახმაურებულ საქმეზე დაუსვეს. მათ შორის იყო სულხან მოლაშვილის, სანდრო გირგვლიანისა და გიორგი მიქიაშვილის საქმეებიც.


ლევან მურუსიძემ  საბჭოს სხდომაზე ღიად თქვა, რომ სულხან მოლაშვილის საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო.


„მე პრობლემა არ მაქვს, ვისაც უნდა ის დარჩეს და დაესწროს. გულწრფელად მჯეროდა და მჯერა, რომ მოლაშვილი მოცემულ შემთხვვეაში იყო დამნაშავე იმ მუხლებით, რაც წაყენებული ჰქონდა და მივიღე ეს გადაწყვეტილება."- განაცხადა მურუსიძემ.


ლევან მურუსიძესთან გასაუბრებას თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა. შეკითხვების დასმის უფლება მათ არ მისცეს, თუმცა ისინი კმაყოფილი არც საბჭოს წევრების აქტიურობით დარჩნენ.


მათი შეფასებით, კითხვა-პასუხით საბჭომ გასაუბრების იმიტაცია გააკეთა, რითიც მათ მურუსიძის კანდიდატურის ლეგიტიმაცია სურდათ.

არასამთავრობოებისგან განსხვავებით მურუსიძესთან გასაუბრებით კმაყოფილები არიან სხდომის დამსწრე მოსამართლეები.


რა გადაწყვეტილებას მიიღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ლევან მურუსიძესთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, იანვარში გახდება ცნობილი.


კანდიდატებთან გასაუბრება დასრულდა. საბჭოს წევრები ახლა ინდივიდუალურ დასკვნებს მოამზადებენ, რის შემდეგაც 61 ვაკანტურ ადგილზე ახალ მოსამართლეებს ფარული კენჭისყრით აირჩევენ.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016