reportiori.ge - ვასილ მაღლაფერიძე: ხალხი ხოცავს ერთმანეთს, ეს მაღალჩინოსანი კი შეიძლება გვიყურებს და სიცილით კვდება...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 07:17
საზოგადოება
ვასილ მაღლაფერიძე: ხალხი ხოცავს ერთმანეთს, ეს მაღალჩინოსანი კი შეიძლება გვიყურებს და სიცილით კვდება...
ავტორი:
15 დეკემბერი, 2015. 23:52



პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებებს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც პოლიტპატიმართა სიების შედგენაში დიდი კორუფციული სქემა მოქმედებდა.


ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ შემთხვევეაში უმჯობესი იქნება საზოგადოება დამშვიდდეს და წინასწარი განცხადებებისგან თავი შეიკავონ.


„აბა დააკვირდით, მთელი ეს ორომტრიალი და ურთიერთბრალდებები ეფუძნება რომელიღაც ერთი მაღალჩინოსნის მიერ ალეკო ელისაშვილისთვის ნათქვამს, რომ ვიღაცეები პატიმრების გამოშვების სანაცვლოდ, ქრთამს იღებენო.

ამ დეტექტივში ცენტრალური ფიგურა და მთავარი გამოცანა სწორედ ეს მაღალჩინოსანია.

 

თუ ეს მაღალჩინოსანი მართლაც არსებობს, მხოლოდ მას შეიძლება ჰქონდეს მექრთამეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რადგან იგია ამ ინფორმაციის ერთადერთი წყარო.

თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ, სინამდვილეში, ამგვარი ინფორმაციების გავრცელებით, მაღალჩინოსანი ინტრიგებს დგამდა საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და თუ მისი გვარი დასახელდა, იტყვის, არაფერი მახსოვსო.

 

სანამ რაიმე დასკვნა გაკეთდება და ადამიანები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ჯერ ერთ მარტივ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, ვინ არის ის ინკოგნიტო მაღალჩინოსანი, რომელმაც კორუფციული ფაქტის შესახებ პროკურატურას ნაცვლად რატომღაც ელისაშვილს აცნობა და რამდენად შეუძლია მას თავისი ნათქვამის დამტკიცება.

ხალხი ხოცავს ერთმანეთს და ეს ჩვენი მაღალჩინოსანი კი შეიძლება გვიყურებს და სიცილით კვდება..."- აღნიშნავს მაღლაფერიძე. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016