reportiori.ge - ავსტრალიაში პრეპარატი „ნუროფენი“ აკრძალეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 07:10
საზოგადოება
ავსტრალიაში პრეპარატი „ნუროფენი“ აკრძალეს
ავტორი:
16 დეკემბერი, 2015. 02:05


ბრიტანული სარეკლამო ზედამხედველები "ნუროფენ ექსპრესის" საქმეს იძიებენ - ცნობილია, რომ ავსტრალიურმა სასამართლომ ბრიტანული ტკივილგამაყუჩებლის მწარმოებლებს მათი წამლის ზოგი ვერსიის გაყიდვა აუკრძალა.


ავსტრალიის ფედერალურმა სასამართლომ "ნუროფენის" ტკივილგამაყუჩებლების გაყიდვა აკრძალა, რომლებიც სტანდარტული "იბუპროფენის" აბების იდენტური გახლდათ, თუმცა რეკლამა იუწყებოდა, რომ განსხვავებული შემადგენლობის იყო და ამის გამო ორჯერ ძვირი ღირდა.


ბრიტანული სარეკლამო სტანდარტების სააგენტო იძიებს 12 საჩივარს "ნუროფენ ექსპრესის" სატელევიზიო რეკლამასთან დაკავშირებით. საქმის განხილვა იმიტომ ხდება, რომ რეკლამა მომხმარებელს თავგზას უბნევს, ირწმუნება, თითქოს პროდუქტი თავის კუნთებზე მოქმედებს. ამასთან, რეკლამაში ნათქვამია, რომ "ნუროფენ ექსპრესი" უფრო მალე

არჩენს თავის ტკივილს, ვიდრე "პარაცეტამოლი" ან "იბუპროფენი".


ავსტრალიის სამომხმარებლო სააგენტომ სასამართლოში სარჩელი მარტში შეიტანა იმ მოტივით, რომ მომხმარებლებს რეკლამაში ატყუებდნენ, რადგან აცხადებდნენ, რომ ოთხი პროდუქტი - ნუროფენი ზურგის ტკივილისთვის, ნუროფენი პერიოდული ტკივილებისთვის, ნუროფენი მიგრენული ტკივილისთვის და ნუროფენი თავის ტკივილისთვის დამზადებული იყო სპეციფიური ხასიათის ტკივილების მოსახსნელად, სინამდვილეში კი ყველა მათგანი ერთნაირი აღმოჩნდა.


წყარო



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016