reportiori.ge - კახა კოჟორიძე: პრეზიდენტი პროკურატურასთან თანამშრომლობდა და ამ თანამშრომლობას გააგრძელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 17:37
სამართალი
კახა კოჟორიძე: პრეზიდენტი პროკურატურასთან თანამშრომლობდა და ამ თანამშრომლობას გააგრძელებს
ავტორი:
16 დეკემბერი, 2015. 10:51


ადამიანის უფლებების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ ე.წ. შეწყალების საქმეზე პრეზიდენტის დაკითხვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი პროკურატურასთან თანამშრომლობდა და გააგრძელებს ამ თანამშრომლობას.



მისი თქმით, აღნიშნულ საქმეზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პროკურატურის მხრიდან რამდენიმე განცხადებაა შესული, რომელშიც უწყება შეწყალების საკითხებთან დაკავშირებით გარკვეულ ინფორმაციას ითხოვს.



საქართველოს პრეზიდენტი, როგორც კონსტიტუციურად სახელმწიფო ორგანოების გამართულად ფუნქციონირების გარანტი, თანამშრომლობდა პროკურატურასთან, როცა ამის საჭიროება არსებობდა და ამ თანამშრომლობას აგრძელებს დღესაც. მინდა გითხრათ, რომ პროკურატურიდან უშუალოდ ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენთან შემოსულია რამდენიმე განცხადება, სადაც უწყება ითხოვს გარკვეულ ინფორმაციას შეწყალების საკითხებთან მიმართებაში. ცხადია, ადმინისტრაციის მხრიდან ეს ინფორმაცია პროკურატურას შემჭიდროებულ ვადებში მიეწოდება. ასე რომ, პროკურატურასთან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, უშუალოდ პრეზიდენტი ყოველთვის თანამშრომლობდა და გააგრძელებს ამ თანამშრომლობას", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

 


მთავარ პროკურატურაში არ გამორიცხავენ, რომ ე.წ. შეწყალების საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაიკითხოს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016