reportiori.ge - შალვა ოგბაიძე: ძმებო, სოსო ჯაჭვლიანო და ელდარ კურტანიძევ - ასე რამ დაგაჩაჩანაკათ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:24
საზოგადოება
შალვა ოგბაიძე: ძმებო, სოსო ჯაჭვლიანო და ელდარ კურტანიძევ - ასე რამ დაგაჩაჩანაკათ!
ავტორი:
16 დეკემბერი, 2015. 11:23


„ძმებო, „ოცნების" წევრებო, ეს რა გიყოთ უბედურმა „ნაცმოძრაობამ", ასე როგორ ჩაგაყენათ თავის მართლების რეჟიმში, მთელი საღამო თავს გამართლებინებთ, რაღაც SMS ეწერა თუ არ ეწერა მობილურში", - ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „დემოკრატიული მოძრაობის" წევრი შალვა ოგბაიძე ალეკო ელისაშვილსა და მანანა კობახიძეს შორის დაპირისპირებას. ამის შესახებ ოგბაიძე საკუთარ „facebook"-გვერდზე წერს.


შალვა ოგბაიძე „ნაციონალურ მოძრაობას" 26 მაისის მოვლენებს ახსენებს, „ოცნების" წევრებს კი კითხვით მიმართავს, თუ რატომ არ საუბრობენ პოლიტპატიმრებზე ხმამაღლა.


„რატომ არ ეკითხებით ჩემს შესახებ? ჩემი შვილების საპატიმროში და „კაპეზეში" წამების შესახებ? ჩემი მეგობრების, ნამდვილად ნაწამები და ნამდვილად პოლიტიკური ნიშნით დევნილებზე რატომ არ ჰკითხავთ თქვენ კოჰაბიტირებულ „ნაცმოძრაობას"? როგორ აწამეს საპატიმროებში, იცით? 26 მაისს პოლიციელის ცხედარი მოიტანეს რუსთაველზე - რატომ არ იძიებთ? ორ ჩვენს თანამოქალაქეს „დენმა რომ დაარტყა" და მაღაზიის თავზე შემოდეს ცხედრები აღლუმის შემდეგ - მაგას რატომ არ იძიებთ? ვინ გიშლით? 26 მაისამდე ჩვენს მხარდამჭერებს რა უქნეს, იცით? სახლებიდან როგორ აყარეს, როგორც 37-იან წლებში. ბესო დანელიას რა უქნეს, საკუთარი ცოლის თვალწინ ძვლებში რომ დაამტვრიეს და მის ორსულ მეუღლეს მუცელი რომ მოუშალეს? აა, გასაგებია, ეს ხომ თქვენ არ გეხებათ. „შუა ხომ უნდა გაიკრიფოს". საქართველოში ხომ მხოლოდ თქვენ ხართ და თქვენი საპირწონე „ნაცმოძრაობა". ეს თქვენი არჩევანია და არა ქართველი ამომრჩევლის. ასე რამ დაგაჩაჩანაკათ. თავი მაღლა ასწიეთ. სოსო ჯაჭვლიანო და ელდარ კურტანიძევ! თქვენ მაინც რატომ არ იღებთ ხმას? სოსო, შენ ხომ ერთთვიანი შიმშილის შემდეგ 45 კილოგრამი იყავი დარჩენილი, სანდრო დონაძესთან ერთად მცხეთის „კაპეზედან" რომ გამოგიყვანეს? მოდი, ტროტუარზე გაჩერებულ ავტომობილებს მე მივხედავ და ჩვენი ნაწამები პოლიტპატიმრების სახელით ერთი ჯიგრიანი განცხადება გააკეთე! შეძლებ? მიდი, მოინდომე, შენგან ამას ელიან. რას ელოდები? ელდარ, შენ ხომ უშიშარი კაცი ხარ? რამ შეგაშინა? რატომ ლაპარაკობენ პოლიტპატიმრებზე და პოლიტიკური ნიშნით დევნილებზე და შენ ხმას არ იღებ? „ქართულო ოცნებავ", „შენი გამარჯვებით მე არ დავმარცხდები, ჩემი დამარცხებით შენ ვერ გაიმარჯვებ", გიზო ნიშნიანიძის სიტყვები კვლავაც აქტუალურია. რამე ქენით, ჩემო ძმებო. ასე აღარ შეიძლება", - წერს ოგბაიძე. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016