reportiori.ge - პოროშენკომ ავაკოვსა და სააკაშვილს შორის მომხდარ კონფლიქტს „სამარცხვინო ინციდენტი“ უწოდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 14:29
მსოფლიო
პოროშენკომ ავაკოვსა და სააკაშვილს შორის მომხდარ კონფლიქტს „სამარცხვინო ინციდენტი“ უწოდა
ავტორი:
16 დეკემბერი, 2015. 12:10


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო განცხადებას ავრცელებს, სადაც მან შს მინისტრ არსენ ავაკოვსა და ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს შორის მომხდარ კონფლიქტს „სამარცხვინო ინციდენტი" უწოდა.



მე, როგორც პრეზიდენტს, კონსტიტუციის, მოქალაქეების უფლებათა და თავისუფლებების გარანტს, არ შემიძლია, არ შევეხო იმ სამარცხვინო ინციდენტს, რომელიც ორშაბათს რეფორმების ეროვნულ საბჭოზე მოხდა.

ეროვნულ საბჭოზე დაუშვებელია უხეში ლანძღვა და შეურაცხყოფა, განსაკუთრებით ისეთი, რომელსაც რასისტული ქვეტექსტი აქვს, რომელიც ადამიანის ეროვნულ ღირსებას ეხება, მის უკრაინულ პატრიოტიზმს ეჭვქვეშ აყენებს და ვიღაცას მოუწოდებს გაეთრიოს უკრაინიდან", - ნათქვამია განცხადებაში.



პოროშენკოს ცნობით, „რეფორმატორების საერთაშორისო გუნდი" უკრაინაში სწორედ მან მიიწვია და არ ნანობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.



მეორე მხრივ, კორუფციასთან ბრძოლა შოუ-ბიზნესის დარგი არ არის. ვისურვებდი, რომ არც სახელმწიფო მოხელეები და არც სახალხო დეპუტატები მსგავს სპექტაკლებში" არ მონაწილეობდნენ", - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში.



არსენ ავაკოვსა და მიხეილ სააკაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს სხდომაზე მოხდა, რაც დროსაც უკრაინის შს მინისტრმა სააკაშვილს სახეში წყალი შეასხა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016