reportiori.ge - ბაჩო ახალაია: არც ნდობა მაქვს სასამართლოს მიმართ და არც პატივისცემა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 17:18
სამართალი
ბაჩო ახალაია: არც ნდობა მაქვს სასამართლოს მიმართ და არც პატივისცემა
ავტორი:
16 დეკემბერი, 2015. 15:14



ე. წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ დღეს სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ არც ნდობა აქვს სასამართლოს მიმართ და არც პატივისცემა, რადგან სასამართლო არ აძლევს საშუალებას, მის მიმართ პატივისცემა შეინარჩუნოს.



თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მოსამართლე მზია ლომთათიძეს დღეს ბრალი იმაში დასდო, რომ მოსამართლე მას საშუალებას არ აძლევს, სამართალი გამოარკვიოს.



თუ არ მოგვეცა მტკიცებულებების გამოკვლევის, მოწმეთა დაკითხვის საშუალება, ჩვენს აქ ყოფნას აზრი არ აქვს, რადგან თქვენ გვისპობთ ყველანაირ საშუალებას, დავადგინოთ სიმართლე. ეს იწვევს სასამართლოს მიმართ უნდობლობას. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ალბათ, თქვენი აცილების საკითხი უნდა დამეყენებინა, მაგრამ ასე არ ვაკეთებ. ვინაიდან აცილებას აზრი არ აქვს, რადგან თქვენ თუ არა, სხვა მოსამართლე იქნება და თქვენ ყველა, ერთი სისტემის ნაწილი ხართ. მე არც ნდობა მაქვს სასამართლოს მიმართ და არც პატივისცემა, რადგან ამის საშუალებას არ მალევთ. სასამართლო უბრუნდება შევარდნაძის დროინდელ ძველ ბუნებრივ მდგომარეობას, როცა გამეფებული იყო კორუფცია. ჩვენ ვზრუნავდით, მოსამართლეებს ფული არ აეღოთ და გვეგონა, ეს ყველაფერი დავასრულეთ. თუმცა, როგორც ჩანს, პროცესი უბრალოდ შევაჩერეთ და ახლა თქვენ ძველ, ბუნებრივ მდგომარეობას უბრუნდებით. ლენინმა თქვა, ახალი ადამიანის შექმნა შეუძლებელიაო და როგორც ჩანს, მართლაც ასეა. სასამართლო კორუმპირებულია და სასამართლო წარმოადგენს მხარეს", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

 


მისივე თქმით, სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, ის თავისი სიმართლის დასაცავად ბოლომდე იბრძოლებს.



თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე. წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე პროცესი გაიმართა. პირველი ინსტანციის ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარემ გაასაჩივრა. ახალაიას ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და წამებაში.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016