reportiori.ge - თეა წულუკიანი: ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო პროცესში კოალიციასთან ერთად იქნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 17:45
სამართალი
თეა წულუკიანი: ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო პროცესში კოალიციასთან ერთად იქნება
ავტორი:
16 დეკემბერი, 2015. 16:06



იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყოფილმა პრემიერმა, კოალიციის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ბევრჯერ თქვა და გუშინაც გაიმეორა, რომ წინასაარჩევნო პროცესში იქნება კოალიციასთან ერთად.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას და რაიმე თანამდებობის დაკავებას არ აპირებს.



წულუკიანის განცხადებით, „ქართული ოცნების" საარჩევნო სიას არ იცნობს, თუმცა „ოცნებაა", რომ ყოველ ხუთ კანდიდატში ორი ქალი იყოს.



ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ აპირებს დაბრუნებას რაიმე თანამდებობაზე, მაგრამ ის წინასაარჩევნო პროცესებში იქნება პოლიტიკური პარტიების გვერდით, რომლებიც არიან კოალიციის ნაწილი. ჩემთვის არ არის ქართული ოცნების" კოალიციის საარჩევნო სია ცნობილი. როდესაც იქნება სია ცნობილი, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ სიაში მინიმუმ ორი ქალი მაინც იქნება ყოველ ხუთ კანდიდატში. ეს არის ჩემი ძალიან დიდი ქართული ოცნება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 


ბიძინა ივანიშვილი გუშინ „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას დაესწრო.



სხდომის შემდეგ მმართველი გუნდის წევრებმა განაცხადეს, რომ ყოფილი პრემიერი „ქართული ოცნების" პარტიულ და კოალიციურ ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთვება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016