ჯენერიკ-მედიკამენტების პრაქტიკაში გამოყენებასთან დაკავშირებით, გასტროენტეროლოგმა გიორგი ჯაფარიძემ ისაუბრა.
„ორიგინალი ფორმა ყოველთვის უფრო მეტად მისაღებია, თუმცა გააჩნია მედიკამენტს. როდესაც მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, უმჯობესია, ორიგინალი პრეპარატი გამოვიყენოთ. არის გარკვეული პრეპარატები, როდესაც ბრენდი-მედიკამენტის გამოყენება მისაღები და უფრო მიზანშეწონილია, თუმცა განვმარტავ, რომ ჯენერიკ-მედიკამენტებით მკურნალობა აპრობირებული და უსაფრთხოა. გარდა ამისა, მნიშვნელობა აქვს ჯენერიკების მწარმოებელ ქვეყანას. არსებობს ქვეყანები და ფარმაცევტული კომპანიები, რომლის წარმოებულ ჯენერიკებსაც უფრო მეტად ვენდობი. ევროპულ ქვეყანაში მოთხოვნა ხარისხის მიმართ უფრო მაღალია, შესაბამისად, ევროპის ბაზარზე მოხვედრილი ინდური წარმოების მედიკამენტი, რომელიც რამდენიმე კონტროლის ფაზას გადის, სანდოა და ის ხარისხის სერტიფიკატი, რომელიც უნდა ჰქონდეს მედიკამენტს, უფრო დამაჯერებელი და უტყუარია, თუნდაც მის მწარმოებელი ქვეყანა ინდოეთი იყოს", - ამბობს გიორგი ჯაფარიძე.