reportiori.ge - ე.წ. ოლიმპიურ სოფელში 561 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 07:36
საზოგადოება
ე.წ. ოლიმპიურ სოფელში 561 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა
ავტორი:
16 დეკემბერი, 2015. 17:51


თბილისის ზღვაზე, ე.წ. „ოლიმპიურ სოფელში" და მენაშენეებისგან გამოსყიდულ თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ კორპუსებში ბინა 561 დევნილ ოჯახს გადაეცა.



დღეს, პროფესიული კავშირების შენობაში, 111 ერთოთახიანი და 169 ოროთახიანი ბინა ფარული კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. სამოთახიანი და ოთხოთახიანი ბინების კენჭისყრა კი 17-18 დეკემბერს გაიმართება.



კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, სულ 6 ნგრევადი შენობა დაიხურა, მათ შორის ორი დიდი ობიექტი ე.წ. აეროპორტის ჩასახლება და სასტუმრო „კოლხეთი". დღეს, კენჭისყრის პრინციპით ბინები ნგრევად შენობებში მცხოვრებ 130 დევნილ ოჯახზე განაწილდა.



კენჭისყრის პროცედურას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სობარი, მინისტრის მოადგილეები, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები, სახალხო დამცველის აპარატის, აფხაზეთის მთავრობისა და ვეტერანთა დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.



კენჭისყრის დროს გათვალისწინებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მათ ბინები პირველ სართულებზე გადაეცათ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016