reportiori.ge - „თბილისის მთავრობა რეაგირების გარეშე არ დატოვებს რაიმე დანაშაულის ნიშნების შემცველ არცერთ ფაქტს“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 07:08
საზოგადოება
„თბილისის მთავრობა რეაგირების გარეშე არ დატოვებს რაიმე დანაშაულის ნიშნების შემცველ არცერთ ფაქტს“
ავტორი:
16 დეკემბერი, 2015. 19:02


დედაქალაქის მერია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ:


როგორც ცნობილია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე დაკავებულია თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ექსპლუატაციის განყოფილების თანამშრომელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, ექსპლუატაციის განყოფილებაში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი, რომელიც ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

 

რაც შეეხება თავად ფაქტს, გვინდა აღვნიშნოთ, რომ თბილისის მერია საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოძიებასთან მაქსიმალურად ითანამშრომლებს.

 

ამასთან, მოვუწოდებთ თბილისის მერიის სტრუქტურაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, პირადი ინტერესებისთვის ნუ გამოიყენებენ უწყების სახელს და ნუ შელახავენ მერიის და თანამშრომლების რეპუტაციას.

 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თბილისის მთავრობა რეაგირების გარეშე არ დატოვებს რაიმე დანაშაულის ნიშნების შემცველ არცერთ ფაქტს", - ნათქვამია განცხადებაში. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016