reportiori.ge - ალბანეთის პარლამენტი „საქართველოს მეგობართა ჯგუფს“ ქმნის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 07:14
საზოგადოება
ალბანეთის პარლამენტი „საქართველოს მეგობართა ჯგუფს“ ქმნის
ავტორი:
16 დეკემბერი, 2015. 21:12


საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ალბანეთის პარლამენტის სპიკერს ილირ მეტას შეხვდა.


მხარეებმა ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების გზაზე საპარლამენტო დიალოგის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. პარლამენტის სპიკერმა ილმირ მეტამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ურთიერთობების მეტად გარღმავების მიზნით ალბანეთის პარლამენტში „საქართველოს მეგობართა ჯგუფი" იქმნება. სპიკერის თქმით, ნატო-საქართველოს ურთიერთობების ინტენსიფიკაციის პირობებში და ნატოს ვარშავის სამიტამდე, უმნიშვნელოვანესია, ალბანეთის, როგორც ნატოს წევრი სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს კიდევ უფრო გააქტიურება, რომელიც შესაძლებელია მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში, მხარდამჭერ რეზოლუციებსა და განცხადებებში გამოიხატოს.


ალბანეთი მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კურსს, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. როგორც ილმირ მეტამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ალბანეთი იყო და დარჩება საქართველოს ერთგული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფო. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ალბანეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. თინათინ ხიდაშელი უკვე შეხვდა ალბანელ კოლეგას და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. თინათინ ხიდაშელი ასევე, ალბანეთის ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016