reportiori.ge - სასამართლომ გიგა ფარტენაძის საქმეზე სამი პირი დამნაშავედ ცნო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 17:29
სამართალი
სასამართლომ გიგა ფარტენაძის საქმეზე სამი პირი დამნაშავედ ცნო
ავტორი:
17 დეკემბერი, 2015. 11:55



ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულ გიგა ფარტენაძის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებულები ლევან მოისწრაფიშვილი, შოთა შანიძე და გიორგი სეხნიაშვილი დამნაშავედ ცნო.



მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოსამართლემ საჯელის სახედ და ზომად ლევან მოისწრაფიშვილს და შოთა შანიძეს 11-11 წლით, ხოლო გიორგი სეხნიაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.



გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 4 მარტს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #14 დაწესებულებაში, მსჯავრდებულებს ლევან მოისწრაფიშვილს, შოთა შანიძეს, გიორგი სეხნიაშვილსა და გიგა ფარტენაძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შოთა შანიძემ, გიორგი სეხნიაშვილმა და ლევან მოისწრაფიშვილმა, გიგა ფარტენაძე იატაკზე წააქციეს. მიუხედავად იმისა, რომ გიგა ფარტენაძემ გონება დაკარგა, აღნიშნული პირები აგრძელებდნენ მის ცემას გულმკერდის, კისრისა და სახის არეში და ბეტონის იატაკზე არტყმევინებდნენ. გიგა ფარტენაძე #14 დაწესებულების სამედიცინო ნაწილში გადაიყვანეს, სადაც გაწეული დახმარების მიუხედავად გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.



ლევან მოისწრაფიშვილი, შოთა შანიძე და გიორგი სეხნიაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში 2014 წლის 26 მარტს მიეცნენ. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით, მეექვსე ნაწილით, მეშვიდე ნაწილის „ბ" და „ე" ქვეპუნქტებით და მერვე ნაწილით წარედგინათ.



ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ლევან მოისწრაფიშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, შოთა შანიძეს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გიორგი სეხნიაშვილს ასევე დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 3 000 ლარი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016